მსოფლიო
Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის
2019-06-04 11:03:50
Volvo Cars-მა - ავტომობილების უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ და სპორტული აქსესუარების მწარმოებელმა შვედურმა ბრენდმა POC-მ განახორციელეს ერთობლივი პროექტი, რომ შექმნან ველოსიპედისტებისთვის სპეციალური ჩაფხუტი უსაფრთხოების ვოლვოსეული სტანდარტით და მაღალი გამძლეობით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ უსაფრთხოებას.
ავტომობილებსა და ველოსიპედებს შორის ინციდენტებს ხშირად მოჰყვება ფატალური დასასრული, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Volvo Cars-მა კომპანია POC-თან ერთად უახლესი ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით მოახდინოს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.
Volvo-ს და POC-ის პროექტი შედგება მრავალი სპეციალურად შექმნილი იმიტირებული „ქრეშ ტესტისგან“, რომელიც ტარდება ქ. გოთენბურგის ცნობილ უსაფრთხოების ცენტრში. კვლევის მიზანია დადგინდეს ველოსიპედისტების დაშავების სიმძიმე და ტიპები, რომ ამ მონაცემებეზე დაყრდნობით შეიქმნას მეტად უსაფრთხო ჩაფხუტი.
ტესტირების განმავლობაში POC-ის ფირმის ჩაფხუტებით აღჭურვილნი არიან მანეკენები, რომლებიც ეჯახებიან სტატიკურად მყოფ ვოლვოს ავტომობილებს განსხვავებული კუთხით და სიჩქარით. ტესტირება ეფუძნება არსებულ სავალდებულო პროცედურებს, რომელსაც Volvo Cars-ი ფეხით მოსიარულეთათვის იყენებს.
სტანდარტულად, ჩაფხუტების ამჟამინდელი სატესტო პროცედურები არის მარტივი, რაც ითვალისწინებს ჩაფხუტების გატესტვას მხოლოდ სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში სხვადასხვა გრადუსით დავარდნისას და არ ითვალისწინებს შეჯახების პროცესს. Volvo-ს და POC-ის პროექტი უზრუნველყოფს ტესტირების ახალ სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო დაზიანებას. ასეთი ტიპის ტესტირების შედეგად POC-ის საშუალება ექნება შექმნას უფრო მეტად უსაფრთხო და დაცული ჩაფხუტები.
„მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობა POC-სთან არის ჩვენი სულისკვეთების კარგი მაგალითი. ჩვენ ხშირად ვატარებთ უსაფრთხოების შესახებ ტესტირებებს, რადგან ჩვენი მიზანია არა მარტო ვაკმაყოფილებდეთ საყოველთაო შედეგებს, არამედ გავცდეთ სავალდებულო მოთხოვნებს და შევქმნათ ყველასათვის უფრო მეტად უსაფრთხო გარემო“ - ამბობს მელინ ეკჰოლმი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი ინჟინერი.
„უსაფრთხოებაში, ინოვაციაში და დიზაინში მიღებულმა 60-ზე მეტმა საერთაშორისო ჯილდომ განაპირობა ჩვენი რეპუტაცია და ვალდებულება, რომ მომავალშიც გავაკეთოთ უფრო მეტი მსგავსი სახის პროექტი. ისევე როგორც Volvo Cars-ში უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი და მისია, რომელიც წინ უძღვის ყოველ ახალ იდეას და ინოვაციას, ასევე კომპანია POC-ი ჩვენი ლაბორატორიის წამყვან ინჟინერებთან ერთად ვართ ლიდერები უსაფრთხოების ახალი იდეების მხრივ. სასერთიფიკატო სტანდარტები აუცილებელია, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს ჩვენი სურვილი და სულისკვეთება, რომ ვიყოთ ყოველთვის მოწინავე და ვიფიქროთ ინოვაციურად“ - აღნიშნავს POC-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ოსკარ ჰასი.
Volvo Cars-ი როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ორიენტირებულია მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებზე, კომპანია მუდმივად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე და ამ მიმართულებით მონაწილეობს მრავალ ინოვაციურ პროექტში.
ბოლო წლებში Volvo Cars-მა ფოკუსირება მოახდინა იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც არ სხედან ავტომობილში და არიან მის გარეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შეიმუშავა ფეხით მოსიარულეთა ამომცნობი დეტექტორი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. კომპანია 2013 წლიდან ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს ველოსიპედისტების შემთხვევაშიც. დეტექტორი იყენებს ავტომობილის კამერებს და რადარებს, რათა ამოიცნოს ობიექტი და ამის შესახებ აცნობოს მძღოლს, ხოლო გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თავადვე მოახდინოს შემთხვევაზე რეაგირება და გამოიყენოს ავტომატური მუხრუჭი. ორივე ტექნოლოგია გახდა სტანდარტი ვოლვოს ყოველი ავტომობილისთვის.
კომენტარები