ბიზნესი
“საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წელია მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნავს
2019-06-03 13:19:44
ასოციაციამ “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება იუბილესთან ერთად ბავშთა დაცვის დღესაც მიეძღვნა, რომლის მიზანს მშობელთა მზუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორსა და სამთავრობო უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს საკუთარი წვლილი შეიტანონ არსებული პრობლემების დარეგულირების საკითხებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მედია. მის ფარგლებში გაიმართება ტური, მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს გარემო და გაეცნენ იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ ეგიდით ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახის გაძლიერების პროგრამები უკვე რამდენიმე წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ალტერნატიული ზრუნვის პროგრამის მიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმაროს საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ჩამოაყალიბონ მყარი ურთიერთობები და ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ეხმარება ბავშვებს მიიღონ განათლება, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებით სარგებლობს 238 ბავშვი და ახალგაზრდა.
„ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს“ - აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი.
„ჩვენ აღვნიშნავთ ასოციაციის იუბილეს. მნიშვნელვანია, რომ ეს თარიღი დაემთხვა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გადავწყვიტეთ მოგვეწვია კერძო სექტორის წარმომადგენლები, რათა მოუწოდოთ უფრო მეტად ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში და იზრუნონ ჩვენთან ერთად სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების კეთილდღეობასა და მათი ოჯახების გაძლიერებაზე. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ უფრო მეტ ბავშვს, უფრო მეტ ოჯახს და გავაძლიეროთ ისინი,“ - განმარტავს ასოციაციის “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ფონდების მოზიდვის მენეჯერი, მაცო ჩოფიკაშვილი.
„ასოციაცია უკვე 30 წელია, რაც ზრუნავს საქართველოში მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვბსა და ოჯახებზე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას რომლის წევრიც გახლავართ - SOS Children’s Villages Inetrnational -ს საქმინაობიდან 70 წელი შეუსრულდა. მივმართავ საზგადოებას, ბიზნეს სექტორს რომ აუცილებელია მათი გვერდში დგომა და მათი ჩართულობა. ბევრი მეგობარი გვჭრდება ჩვენს,“ - მიაჩნია ასოციაციის “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დირექტორს ზვიად ბერძენიშვილს.
ოჯახის გაძლიერების პროგრამის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვები აღიზარდონ უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას. დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახის გაძლიერების პროგრამის მომსახურებით სარგებლობს 1024 ბავშვი.
SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ასოციაცია მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად.
ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.
კომენტარები