1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ცოცხალი გმირის ნახვა თუ გინდათ, კარგად დააკვირდით ფოტოს.. ფოტოზე ადგილობრივი რეინჯერი შალვაა, რომელიც თავისი ძმაკაცის მიერ შარვალში ჩავლებით იყო დაზღვეული და გადაკიდებული იყო ამ საშინელ ადგილას"

ჯერ ისევ გააზრების პროცესში ვარ, სად ვიყავი და რა ვნახე. იქ როგორ და რატომ აიყვანა ზრდასრულმა და ნორმალურმა ადამიანმა არასრულწლოვანი ბავშვები რეინჯერის გაფრთხილების მიუხედავად, ჩამოწოლილი მეწყერის ნახვის შემდეგ, უაზროდ საშინელი დაბრკოლებების მიუხედავად, არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ, რომელმაც ასვლის მომენტშივე მიიქცია ყურადღება.

ფოტოზე ადგილობრივი რეინჯერი შალვაა, რომელიც თავისი ძმაკაცის მიერ შარვალში ჩავლებით იყო დაზღვეული და გადაკიდებული იყო ამ საშინელ ადგილას და ნაჯახით ჭრიდა კუნძს, მანამდე კი ცალ-ცალი ფეხით ეჭირა ორ კაცს და ბენზოხერხით ჭრიდა, შემდეგ გაიჭედა ეს ხერხი ხეში, ეს ჩაძვრა და ცალი ხელით ამოიღო.

თბილისიდან ჩამოსული ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ნათრევი (რომელსაც პირადად მე ვეხმარებოდი დაბრკოლებების გადალახვაში) მაშველის კოლეგებმა რომ ვერაფერი ქნეს, მყინთავმაც ჟანბადის ბალონითაც, ორთოკიანი დაზღვევით და სპეციალური თერმოტანსაცმლითაც რომ ვერაფერი შეამჩნია, გაბრაზებული შალვა უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა ქვის ქვეშ. გაოცებულმა რომ ვკითხე ადგილოვრივს, ეს ნორმალური თუა-მეთქი, მიპასუხა რომ 25 წლის ბიჭის გადარჩენის ოპერაციისას 3 მაშველი გადაარჩინაო.

გავიდა 15 საათი, ვერაფერი უქნეს დინებას, მყინთავსაც ჟანგბადი გაუთავდა. შემდეგ შალვამ ჩაიცვა მყვინთავის ფორმა, უბალონოდ ძვრებოდა შიგნით, თოკებიც მოაბა და მერე გაიქცა. რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბალონი უნდა ამოვიტანოო. ამოვიტანოო. 14 კილომეტრი იყო წინ და უკან.

შალვას და შალვასნაირი ადამიანების წყალობით როგორც იქნა გამოიყვანეს ცხედარი თითქმის 24 საათიანი წვალების შემდეგ. ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათ გარეშე დღემდე არ გვეცოდინებოდა, იქ იყო თუ არა, გამოყვანაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. მაშველებმა ვერაფერი ქნეს საერთოდ, გარდა ცხედრის ჩამოსვენებისა. 

დღეს დაკრძალვისას შალვა ჩამოსული ყოფილა. ოდესმე თუ რამე ძალაუფლება ან ქონება მქონდა, ამ სოფელში სათითაოდ ყველა მოსახლეს, დაწყებული შალვათი და დამთავრებული სასტუმროს მეპატრონე ცოლ-ქმრით და გაგრძელებული ალექსათი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ლაგოდეხში, გზებს გვასწავლიდა და ასვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ გამოყვანაში მიეხმარა, ოქროს ძეგლები უნდა დავუდგა.

ფილმში რომ მენახა მსგავსი სიტუაცია, ვიტყოდი, ეს ფენტეზის ჟანრსაც სცდება-მეთქი, მაგრამ აი ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, არ ვუჯერებდი თვალებს რას აკეთებდნენ შალვა და შალვას მეგობრები.

ცოცხალი გმირის ნახვა თუ გინდათ, კარგად დააკვირდით ფოტოს. 
პოსტის ავტორი: ბექა მამუკაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები