ბიზნესი
წლის საუკეთესო კამერაფონი უკვე საქართველოშია
2019-05-30 18:23:46
საუკეთესო არჩევანი სელფის მოყვარულებისთვის - HUAWEI P30 Pro უკვე საქართველოშია
„ეს არის სმარტფონი, რომელიც მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება“ - სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებდა მსოფლიო მედია, როდესაც HUAWEI P30 Pro მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა. „ეს არის ის, რაც აკლდა მობილურების ინდუსტრიას, "- წერდა ყველა ცნობილი გამოცემა მოდელის წარდგენის შემდეგ. ფლაგმანური სმარტფონი, ქართველი მომხმარებლისთვის, HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიათა ქსელში დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.
მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს 8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს, ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით, უფრო ბუნდოვანი ხდება.
ახალ HUAWEI P30 Pro-სთან ერთად სიშორე დაბრკოლება აღარ არის. SuperZoom-ის მქონე ლინზების, ახალი L ტიპის პერისკოპული არქიტექტურა კომპაქტურია და იტევს უფრო მეტ ოპტიკურ შრეს. SuperZoom (სუპერ ზუმ) ლინზა უზრუნველყოფს 5x (ხუთ იქს) ოპტიკურ, 10x (ათ იქს) ჰიბრიდულ და 50x (ორმოცდაათ იქს) ციფრულ ზუმს და გვთავაზობს მკაფიო დეტალებს ნებისმიერ კადრში. 40MP-იან ძირითად კამერასთან და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზატორთან ერთად, შეგიძლიათ მთვარეც კი წარმოუდგენელი სიახლოვით აღბეჭდოთ, შესანიშნავი რეზოლუციითა და დეტალური გამოსახულებით.
HUAWEI P30 Pro საუკეთესო არჩევანია „სელფის“ მოყვარულებისთვისაც, რადგან ინტელექტუალურ, 32 MP-იან წინა კამერას შეუძლია ამოიცნოს თქვენი სახე, თვად განსაზღვროს სინათლის დონე და უზრუნველყოს უფრო სუფთა გამოსახულება დაუბალანსებელი ფონური განათების ან ღამის წვეულების დროს.
ხელოვნული ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ფონური განათების რეგულირების ტექნოლოგია აბალანსებს სინათლეს და ფერს, რომ უზრუნველყოს ზუსტი ფოკუსი დაბალი განათების პირობებშიც.
ფოტოგადაღების გარდა შეგიძლიათ, განსაკუთრებული ვიდეოს გადაღების რეჟიმითაც ისარგებლოთ. ორი ძირითადი კამერის ერთდროული მუშაობა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მოვლენის სრული კადრი და პარალელურად ასახოთ ამავე მოვლენის თითოეული მონაწილე, მათი მოძრაობები და მოქმედების ცალკეული მომენტები უფრო ახლო ხედით.
P30 სერიაში, P20 სერიისგან განსხვავებით გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები.
40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია
მოგზაურობის მოყვარულთათვის. თუ გავიხსენებთ, P სერიის სმარტფონებს, ფოტოგრაფია HUAWEI -ს სამარტფონების მთავარი მახასიათებელია. ახალი HUAWEI P30 სერია კი, უახლესი ტექნოლოგიებით ფაქტობრივად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს და პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები