ბიზნესი
ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
2019-05-30 10:46:32
დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.
გაზგამანაწილებელი ქსელის ერთ-ერთ რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დღეს გადართვითი სამუშაოები იგეგმება. საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების მიმდებარედ ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, აბონენტთა ნაწილს დღეს, დილის 09:00 სათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
გაზის მიწოდება შეუწყდება პეკინის ქ. 41, 44, ჟიული შარტავას, კანდელაკის ქ. 6ა, 7, 9, 15, 57, მგალობლიშვილის ქ. 1, 7, 13, ბუდაპეშტის I ჩიხი 3, I შეს. 6-8 (ფანჯიკიძის I შეს. 8), ბუდაპეშტის ქ. 22-ში (ახლ. ფანჯიკიძის ქ. 22) მდებარე ამხ. M „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის, ონიაშვილის ქ. 1, 2, 4, 14, 23, 25/27, 26, 30, 31, 34, 57, 61, 62, გაგარინის ქ. 1, 7, 4-4ა, გაგარინის II შეს. 2/5-4, IV შეს. 6/8 (ჟიული შარტავას 4 შეს. 60-6/8), გაგარინის IV შეს. 2/19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გაგარინის შეს-ში (აკაკი გახოკიძის, სოკრატ არშბას, ვიტალი დარასელიას) მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ბუდაპეშტის ქ. 1-ში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შარტავას ქ. 40-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, ონიაშვილის ქ. 38-ში – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ტაშკენტის ქუჩაზე – საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და შპს „მედი კლაბ ჯორჯიას“, იმედაშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა #123-ს, პეკინის ქ. 46-ში – საბურთალოს რ/ნ-ის პოლიციის შენობას, პეკინის ქ. 41-ში – შპს „იმპერიალს“ და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 მაისის 10.00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-ვის. აბონენტებს გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში. ახალ გაზმომარაგების ქსელზე გადართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს (032) 2404004.კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს დედაქალაქის ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას.
კომენტარები