1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანაორგანიზებოთ "საბაგიროს უსაფრთხო ექსპლიატაციაზე" სემინარი ჩატარდა

ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის  (TAIEX) ფარგლებში, ორდღიანი სემინარი ჩატარდა „ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე“. 

ევროკავშირის ქვეყნების, საფრანგეთისა და ავსტრიის ტრანსპორტის სამინისტროების  ექსპერტების მიერ, საბაგირო გზების სპეციალისტებისთვის  მოხდა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება საბაგირო მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის,  ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსპექტირების შესახებ. 

სემინარში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სტრუქტურის  84 წარმომადგენელმა, კერძოდ:  მთის კურორტების განვითარების კომპანიის 72 თანამშრომელმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. 

სემინარის თანაორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“. 

სემინარი გახსნა  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გამცემლიძემ, ხოლო მოწვეული სპიკერები/ექსპერტები იყვნენ:  იორგ შრეტნერი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეტან რიუ საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახურის (STRMTG) საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი, დამიენ მუნიე საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახური (STRMTG) საბაგიროების სპეციალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...