მსოფლიო
მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანაორგანიზებოთ "საბაგიროს უსაფრთხო ექსპლიატაციაზე" სემინარი ჩატარდა
2019-05-29 11:19:53
ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ორდღიანი სემინარი ჩატარდა „ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე“.
ევროკავშირის ქვეყნების, საფრანგეთისა და ავსტრიის ტრანსპორტის სამინისტროების ექსპერტების მიერ, საბაგირო გზების სპეციალისტებისთვის მოხდა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება საბაგირო მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსპექტირების შესახებ.
სემინარში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სტრუქტურის 84 წარმომადგენელმა, კერძოდ: მთის კურორტების განვითარების კომპანიის 72 თანამშრომელმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
სემინარის თანაორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“.
სემინარი გახსნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გამცემლიძემ, ხოლო მოწვეული სპიკერები/ექსპერტები იყვნენ: იორგ შრეტნერი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეტან რიუ საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახურის (STRMTG) საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი, დამიენ მუნიე საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახური (STRMTG) საბაგიროების სპეციალისტი.
კომენტარები