1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაშა ბუღაძე: „კრემლი ყოველთვის მოწადინებულია, რომ როგორმე ახლებურ მარაზმში შეგვიყოლიოს“

დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას მოუწოდებს, საკითხთან მიმართებაში სიფრთხილე და სიბრძნე გამოიჩინონ.

„ცხადია, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია და არავითარ შემთხვევაში - მტერი, არაერთ აზერბაიჯანელს გაუწირავს თავი და უბრძოლია ჩვენი ქვეყნისთვის - სიტყვით თუ საქმით, მეგობართან კი ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკება - თუნდაც ისეთ რთულ საკითხზეც კი, რომელიც მოუგვარებელ მემკვიდრეობად გვერგო სტალინ-ორჯონიკიძის დანაშაულებრივი ეპოქიდან. ყველას სიფრთხილე და სიბრძნე გვმართებს ამ პროცესში, რათა საბოლოოდ კრემლი არ გამოვიდეს გამარჯვებული და პროვოკატორების მეშვეობით, ბოლოს თავად არ მოგვევლინოს ჩვენს შორის "მშვიდობისმყოფელად". 

უამრავი მეთოდი არსებობს (მათ შორის, ევროპის გამოცდილებით), თუ როგორ შეიძლება ცივილიზებულად გადაწყდეს თუნდაც ამგვარი დელიკატური და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი საკითხი, მთავარია, პროვოკატორებს და არამზადებს არ მივცეთ ხელის მოთბობის საშუალება, ჩვენ კი გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ. ჩვენი პროტესტის მთავარი სამიზნე საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც აქ მაინც (!) უნდა მოვთხოვოთ პროფესიონალიზმი და ადეკვატურობა! პროტესტს იმსახურებს სერიოზულად ვერაღქმული, მაგრამ უკვე სერიოზული პრობლემების შემქმნელი პრეზიდენტი, რომლის ჩვეული, ინფანტილურად თუ ცნობიერად (ან განზრახ) გაკეთებული განცხადებები მერამდენედ გვექცა დამაფიქრებელ და სახიფათო თავისტკივილად. 

კრემლი ყოველთვის მოწადინებულია, რომ როგორმე ახლებურ მარაზმში შეგვიყოლიოს, ამიტომ ათმაგი და ასმაგი ყურადღება გვმართებს. გვახსოვდეს, რომ ის, ვინც ქსენოფობიას და შუღლს აღვივებს - ვინც არ უნდა იყოს იგი! - კრემლის საქმეს აკეთებს. ჩვენი სიმართლე ჩვენსავე სიბრძნეში, თანმიმდევრულობასა და ცივილიზებულობაშია. ზოგადად კი - ჩვენი რეალობის და არა მხოლოდ ამ პროცესის დახასიათების კუთხით - ერი მაშინ ცდილობს ისტორიული "პრობლემების" მოგვარებას, როცა ვეღარაფერს აგვარებს აწმყოში, მომავალი კი უპერსპექტივოდ გამოიყურება,“ - წერს ლაშა ბუღაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები