1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ ცდილობს რუსეთი აზერბაიჯანი-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას

2014 წელს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ენერგეტიკული დოქტრინა გამოქვეყნდა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა. 

როგორი იქნება რუსეთის მოქმედების შესაძლო სცენარები ახალი ენერგოდოქტრინის მიხედვით და რამდენად შეძლებს მის განხორციელებას? რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესიული ენერგოპოლიტიკა და რა მეთოდებს მიმართა და მიმართავს მის სისრულეში მოსაყვანად?! 

„აიპრესის“ ვრცელი ჟურნალისტური მოკვლევა სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემას ეხება. 

იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც საქართველოსთვის სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება ენერგოდამოუკიდებლობა, რუსეთის დოქტრინა თავისი არსით კიდევ უფრო საყურადღებოა. რა ეწერა ამ ახალ დოკუმენტში და რა საფრთხეებს შეიცავს ის საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის? 

გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ და გავლენის სფეროს გაძლიერების  ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი, საქართველო არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი დიდია, შესაბამისად მისსავე ინტერესებშია არ მოხდეს საქართველოში ჰიდროპოტენციალის ათვისება. 

თავი I - რა წერია, 2014-2020 წლების ენერგოდოქტრინაში 

"დოქტრინის მიხედვით, განვითარებულ ბაზრებზე მოთხოვნა რუსულ ენერგომატარებლებზე მოიკლებს, რადგან ძირითადი მომხმარებელი, ევროპა ეძებს ალტერნატიულ წყაროებს, ჩართულია ახალი მიმწოდებლების მოძიებაში და ავითარებს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს.  გარდა ამისა, ევროპაში აქტუალურია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, რადგან ის მიიჩნევა არასანდო პარტნიორად და მისი ენერგომატარებლების ფასი ხშირად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. 

Наблюдается тенденция к дальнейшему повышению доли нефти и газа в структуре российского экспорта, вместе с тем недостаточно используется потенциал экспорта других энергоресурсов, в частности электроэнергии. Это свидетельствует о продолжающемся сужении экспортной специализации страны и отражает отсталую структуру всей экономики России;“ [რუსული ექსპორტის სტრუქტურაში ნავთობისა და გაზის წილის შემდგომი ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაშინ, როდესაც არასაკმარისად გამოიყენება სხვა ენერგორესურსების, კერძოდ, ელექტროენერგიის პოტენციალი. ეს გარემოება მოწმობს, რომ ქვეყნის საექსპორტო სპეციალიზაცია კნინდება და იგი რუსეთის მთელი ეკონომიკის სტრუქტურულ ჩამორჩენილობაზე მიანიშნებს];

 

დოქტრინის მიხედვით, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს რეგიონის და განვითარებულ ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და მოთხოვნა შესაბამისად მზარდია.

 

Критический вариант характеризуется неблагоприятным сочетанием внешних и внутренних условий, и прежде всего низкими мировыми ценами на нефть, снижением спроса на российские сырьевые товары и другими осложнениями. [კრიტიკულ ვარიანტს ახასიათებს საგარეო და საშინაო გარემოებების არასახარბიელო თანხვედრა, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირება, რუსეთის ნედლეულზე მოთხოვნის შესუსტება და სხვა გართულებები].

 

ამ ფონზე რუსეთი ცდილობს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელი შეუშალოს ახალი პროექტების განხორციელებას, რომელიც მასზე დამოკიდებულებას ამცირებს. და თავის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერს:

 

Целями государственной региональной энергетической политики на федеральном уровне являются создание единого экономического пространства в энергетической сфере путем развития межрегиональных рынков энергоресурсов и транспортной инфраструктуры, оптимизация территориальной структуры производства и потребления топливноэнергетических ресурсов.


Для каждого из них должны разрабатываться индивидуальные программы обеспечения энергетическими ресурсами. [ფედერალურ დონეზე სახელმწიფო რეგიონალური ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკის სექტორში ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა ენერგორესურსების რეგიონთაშორისი ბაზრების  და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, წარმოების ტერიტორიული სტრუქტურის ოპტიმიზაციის და სათბობენერგეტიკული რესურსების გამოყენების გზით.

 

თითოეული მათგანისთვის ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის ინდივიდუალური პროგრამები უნდა შემუშავდეს].

 

ამ კონტექსტში ერთ-ერთი არის საქართველო, რომელიც აქტიურად განიხილება როგორც ტრანზიტორი ქვეყანა აზიური ენერგომატარებლების ევროპაში, გარდა ამისა ცდილობს განავითაროს საკუთარი ჰიდროენერგეტიკა.

 

როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ და გავლენის სფეროს გაძლიერების  ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი საქართველო არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი დიდია, შესაბამისად მისსავე ინტერესებშია არ მოხდეს საქართველოში ჰიდროპოტენციალის ათვისება. რუსეთის სამოქმედო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი დაუმორჩილებელი რეგიონების დასჯააცაა.

 

როგორ შეუძლია რუსეთს პრობლემების შექმნა და ენერგო ომის გამოცხადება,   საქართველოს მოსახლეობამ ეს 2006 წლის იანვრის თვეში, ყველაზე ცივ პერიოდში საკუთარ თავზე იწვნია.

 

2006 წლის 22 იანვარი... ეკონომიკური დივერსია საქართველოს წინააღმდეგ...

 

2006 წლის 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა. აფეთქებები რუსეთ-საქართველოს შემაერთებელ ძირითად და სარეზერვო გაზსადენებზე (ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე), აგრეთვე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე "კავკასიონი" (ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე) 22 იანვარს, დილით ადრე გაისმა.

 

"იდუმალ" ტერორისტთა უპრეცედენტო შეტევა საქართველოს ენერგოსისტემაზე 2006 წელს რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკისადმი გამოთქმულ მწვავე კრიტიკას და საქართველოს პარლამენტში რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხზე გაკეთებულ მწვავე განცხადებებს დაემთხვა.

 

მაშინ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციაც კი არ მისცა.

 

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის, ნიკოლაი შეპელის თქმით აფეთქებები გაზსადენზე 700 და 800 გრ. ტროტილის ეკვივალენტურმა თვითნაკეთმა მოწყობილობებმა გამოიწვია. რუსეთის პროკურატურამ საქმე "ქონების განზრახ დაზიანების" მუხლით აღძრა და ისიც განმარტა, რატომ არ აძლევდა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას. "საბედნიეროდ, აფეთქებისგან არავინ დაშავებულა. სერიოზული ზიანი არც გარემოს მიადგა" - ასე შეაფასა შეპელმა საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ენერგობლოკადა.

 

თავი II - რუსეთის ენერგოდოქტრინა 2020-2030 წლები

 

რუსეთის მიერ მიღებული ახალი, 2020-2030 ენერგეტიკული დოქტრინა ცალსახად და პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზებისა და დაფარვის გარეშე გვამცნობს, რომ "მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განვითარებადი ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის ზრდა". ანუ, უახლოესი წლებისთვის რუსეთის ენერგოპოლიტიკის უმთავრესი მიზანს წარმოადგენს, განვითარებადი სახელმწიფოების, და მათ შორის ბუნებრივია საქართველოს, დამოკიდებულების ხარისხი რუსეთის ენერგომატარებლებზე მაქსიმალურად გაზარდოს.

 

Внешняя энергетическая политика [საგარეო ენერგეტიკული პოლიტიკა]

Целью внешней энергетической политики является сохранение и укрепление позиций России как одного из лидеров мирового энергетического рынка, снижение рисков монозависимости от экспорта топлива в Европу, регуляторных и рыночных рисков, а также: увеличение доходности и диверсификация международной деятельности российских компаний при умеренном увеличении объемов экспорта первичных энергоресурсов.

 

Поставленные задачи будут решаться в условиях создания общих энергетических
рынков Евразийского экономического союза с использованием следующих мер:

1) развитие сотрудничества в области энергетики со странами Содружества Независимых Государств, Европейского союза, Шанхайской организации сотрудничества,
БРИКС, Ассоциации государств Юго-Восточной Азии, со странами Черноморского и Каспийского региона, Северной Америки, Латинской Америки, арктическими государствами, с другими международными организациями и государствами;

.....

4) содействие обеспечению благоприятного и недискриминационного режима деятельности отечественных энергетических и сервисных компаний (а также иностранных
компаний с долевым участием российских лиц) на мировых рынках, включая их доступ к
зарубежным рынкам энергоресурсов, технологий и рынкам конечного энергопотребления

......

Указанные меры будут способствовать сохранению лидирующей роли России в
международной торговле энергоресурсами и укреплению ее энергетической

безопасности.

 

[საგარეო ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია რუსეთმა, როგორც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა ქვეყანამ, შეინარჩუნოს და გაიძლიეროს პოზიციები, შემცირდეს  საწვავის ევროპაში ექსპორტზე მონოდამოკიდებულების რისკები, შემცირდეს სარეგულაციო და საბაზრო რისკები, ასევე, გაიზარდოს მომგებიანობა, მოხდეს  რუსული კომპანიების საერთაშორისო საქმიანობის დივერსიფიცირება და ზომიერად გაიზარდოს პირველადი ენერგორესურსების საექსპორტო მოცულობები.  

 

დასახული ამოცანების შესრულება შესაძლებელია „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საერთო ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიების პროცესში შემდეგი ღონისძიებების განხორცილებით:

1) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევროპის კავშირის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის,  BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან, შავი ზვის და კასპიის ზღვის სახელმწიფოებთან, ჩრდილოეთ ამერიკის, ლათინური ამერიკის, არქტიკის ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან  ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითრება.

.......

4) მსოფლიო ბაზრებზე სამამულო ენერგეტიკული და სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისთვის (ასევე, რუსული კაპიტალის წილობრივი მონაწილეობით არსებული უცხოური კომპანიებისთვის) ხელსაყრელი და არადისკრიმინაციული რეჟიმის ხელშეწყობა, მათ შორის, ენერგორესურსების უცხოურ ბაზრებზე, ტექნოლოგიებზე და საბოლოო ენერგომოხმარების ბაზრებზე მათი წვდომის უზრუნველყოფა.

ხსენებული ღონისძიებები რუსეთს საშუალებას მისცემს  ლიდერი ქვეყნის პოზიცია შეინარჩუნოს ენერგორესურსებით საერთაშორისო ვაჭრობაში და გააძლიეროს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოება.

 

რუსეთსა და მის ენერგომატარებლებზე მაღალი დამოკიდებულების ხარისხი კი, რისი მომტანია პატარა სახელმწიფოებისათვის, უკრაინის მაგალითზე თითოეულმა ჩვენგანმა ცოტა ხნის წინ კარგად ნახა).

 

თავი III - ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტი (2011-2019 წლები)

 

დღეის მონაცემებით, საქართველოში ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-მდეა ათვისებული, პიკურ პერიოდებში ქვეყანა აწარმოებს ელექტროენერგიის იმპორტს, გარდა ამისა, დაბალია დივერსიფიკაციის ხარისხი, ენგურჰესის წილი ჰიდროგენერაციაში 44%-ია, რაც კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელია და მისი გაჩერების, რეაბილიტაციის ან სხვა რისკების გაზრდის შემთხვევაში, ენერგომომარაგებას შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

 

როგორ შეუძლია რუსეთს პრობლემების შექმნა და ენერგო ომის გამოცხადება,   ამაზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ.

 

ახლა კი წარმოგიდგენთ სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია, თუ რა წილი აქვს რუსეთს დიზელისა და ბენზინის იმპორტში. ჩვენს მიერ მოძიებული და დამუშავებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ იმპორტიორთა შორის, ბოლო ორი წლის მონაცემებით, რუსეთი ბაზრის ლიდერია.


 2011  წელი - 831,3 ათასი ტონა, მათ შორის რუსეთი უცნობია
___________________________________________

2012 წელი - 842,3 ათასი ტონა

აზერბაიჯანი - 316,4 ათასი ტონა, 37,56%
რუმინეთიდან - 217,7 ათასი ტონა, 25,85%
ბულგარეთი - 186,9 ათასი ტონა, 22,19%
იტალია - 29,4 ათასი ტონა, 3,49%
საბერძნეთი - 9.3 ათასი ტონა, 1,10%

___________________________________________

2013 წელი - 855,9 ათასი ტონა 

რუმინეთიდან - 291,4 ათასი ტონა, 34,05%
აზერბაიჯანი - 232,1 ათასი ტონა, 27,12%
ბულგარეთი - 132,1 ათასი ტონა, 15,43%
რუსეთი - 117,2 ათასი ტონა, 13,69%
საბერძნეთი - 33,7 ათასი ტონა, 3,94%
თურქმენეთი - 27,3 ათასი ტონა, 3,19%
იტალია - 14,3 ათასი ტონა, 1,67%

__________________________________________

2014 წელი - 903,5 ათასი ტონა

რუმინეთიდან - 302,6 ათასი ტონა, 33,49%
აზერბაიჯანი - 239,7 ათასი ტონა, 26,53 %
ბულგარეთი - 139,0 ათასი ტონა, 15,38%
საბერძნეთი - 99,1 ათასი ტონა, 10,97 %
რუსეთი - 51,9 ათასი ტონა, 5,74%
თურქმენეთი - 47,4 ათასი ტონა, 5,25%
ისრაელი - 23,7 ათასი ტონა, 2,62%

__________________________________________

2015 წელი - 1036,1 ათასი ტონა 

რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, 31,05%
აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა, 24,65%
ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა, 17,18%
რუსეთი - 101,8 ათასი, 9,83%
თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა, 8,27%
საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა, 8,17%
ისრაელი - 8,0 ათასი ტონა, 0,77%

_________________________________________

2016 წელი - 1229,6 ათასი ტონა 
რუმინეთიდან - 375 ათასი ტონა, 30,5%
აზერბაიჯანი - 219,5 ათასი ტონა, 17,90%
რუსეთი - 218,8 ათასი ტონა, 17,80%
ბულგარეთი - 162,9 ათასი ტონა, 13,25%
თურქმენეთი - 141,5 ათასი ტონა, 11,51%
საბერძნეთი - 70,3 ათასი ტონა, 5,72%
იტალია - 27,5 ათასი ტონა, 2,24%
უკრაინა - 10,8 ათასი ტონა, 0,88%
თურქეთი - 2,5 ათასი ტონა, 0,20%

________________________________________


2017 წელი - 1095,8 ათასი ტონა 

რუმინეთიდან - 305,7 ათასი ტონა, 27,90%
რუსეთი - 223,6 ათასი ტონა, 20,41%
აზერბაიჯანი - 197,6 ათასი ტონა, 18,03%
ბულგარეთი - 154,7 ათასი ტონა, 14,12%
თურქმენეთი - 149,0 ათასი ტონა, 13,60%
საბერძნეთი - 51,7 ათასი ტონა, 4,72%
უკრაინა - 5,2 ათასი ტონა, 0,47%

_________________________________________

2018 წელი - 1098,9 ათასი ტონა
მათ შორის რუსეთი 292,2 ათასი ტონა, მთლიანად იმპორტირებული საწვავის 26,6%

________________________________________

2019 წელი იანვარი-მარტი - 232,6 ათასი ტონა 

რუსეთიდან - 69,9 ათასი ტონა, 30,05% 
რუმინეთი - 68,8 ათასი ტონა, 29,58%
აზერბაიჯანი - 39,2 ათასი ტონა, 16,85%
ბულგარეთი - 27,9 ათასი ტონა, 11,99%
თურქმენეთი - 16,4 ათასი ტონა, 7,05%
საბერძნეთი - 10,3 ათასი ტონა, 4,43%
შვეიცარია - 0,09 ათასი ტონა, 0,04%

 

თავი IV - ენერგეტიკული დოქტრინა ქართულ ენერგეტიკაში და რუსული „ინტერ რაო“

 

გარდა საწვავისა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული მსხვილი კომპანია "ინტერ რაო”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა.

"ინტერ რაოს” ეკუთვნის სს "თელასის” 75%, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებს.

 

ხრამჰესი - სს "ხრამჰესი 1" დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ავთანდილ სილაგაძის 1996 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით.

2000 წლის 20 იანვარს სამეთვალყურეო საბჭომ დირექტორად აირჩია მაიქლ სქოული და მისი წარდგენით სააქციო საზოგადოების დირექტორად დანიშნა ლი ალფროდი

 

2000 წლის 25 იანვარს წალკის რაიონის მოსამართლე თ.დარჩიაშვილმა აღნიშნული ცვლილებები გაატარა რეგისტრაციაში

 

2003 წლის 1 სექტემბერს სს "ეი-ი-ეს ხრამჰესი 1"-ის აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოში ნაცვლად მაიქლ სქოულისა და ჯონ ედვარდსისა შეიყვანა იური შაროვი და დანგირას მიკალაიუნასი

 

2003 წლის 23 ოქტომბერს წალკის რაიონის მოსამართლე ანზორ ჩოჩიშვილმა აღიშნული ცვილებების შესახებ ჩანაწერი შეიტანა სამეწარმეო რეესტრში

 

2004 წლის 8 ივნისს აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოდან გამოიყვანა ნუგზარ უფლისაშვილი, მის ნაცვლად აირჩია მარია ეფრემოვა და მიიღო დადგენილება სააქციო საზოგადების სახელწოდების შეცვლის შესახებ. საზოგადოებას ეწოდა სს "ხრამჰესი 1"

 

2004 წლის 14 ივნისს აღნიშნული ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში გატარდა წალკის რაიონის მოსამართლის ი, გიგინეიშვილის მიერ

 

2004 წლის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და მისი გენერალური დირექტორი (2008 წლის 24 ოქტომბრიდან უცვლელად არის დევი კანდელაკი)

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები "ხრამჰესი 2"-ზე:

 

სს "ხრამჰესი 2" შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვი სამინისტროს 1996 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულებით საქენერგოგენერაციის სისტემაში შემავალი ხრამჰესი-2-ის ბაზაზე, საწესდებო კაპიტალით დაარსებისას 1116 708 $, აქციების 100% -ის მფლობელი სახელმწიფო იყო.

 

"ხრამჰესი 2"ტერიტორიულად დმანისის რაიონში, მისი დაარსების მომენტში დირექტორი იყო სერგო მარტიროსის ზე გალუსტოვი.

 

1999 წლის 22 დეკემბერის ხელშეკრულებით საქართველოს სახელმწიფოს და "ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგს ბი. ვი."-ს შორის 1999 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით ამ უკანაკნელს, რეგისტრირებულს ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში, "თელასთან" და თბილსრესთან (გარდაბნის რაიონი, მე-9 და მე-10 ენერგობლოკები) ერთად "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2" გადაეცა 25 წლიანი მართვის უფლებით გადაეცა.

"ხრამჰესი 1"-ში დირექტორის თუ სამეთვაყურეო საბჭოს წევრის ცვლილება აბოლუტურად იდენტურად მეორდებოდა "ხრამჰესი 2"-ში.

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ცვლილებების რეგისტრაციისათვის "ხრამჰესი 1" მიმართავდა წალკის რაიონულ სასამართლოს, ხოლო "ხრამჰესი 2" დმანისის რაიონულ სასამართლოს

სააქციო საზოგადოებები "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2" "ინტერ რაო"- მფლობელობაში გადავიდა 2011 წლის აპრილიდან.

მემორანდუმის თანახმად "ინტერ რაო" "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ის საფასურად 2011 წლის ნოემბრამდე ქართულ მხარისთვის 104 მლნ აშშ დოლარი (სხვა ცნობით, 100 მლნ $) უნდა გადმოერიცხა.

 

გარდა ამისა, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება მდინარე ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ჯამში 90-100 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

 

ჰესების მშენებლობისთვის "ინტერ რაო" 193 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელების ვალდებულება დაეკისრა. გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

 

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის “დარიალი ჰესი”, “ლარსი ჰესი”,” შილდა ჰესი”. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია “ავანიჰესი”, “ალგეთი ჰესი”, “სკურდიდი ჰესი”.  კომპანია “ენერგია”, 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა, მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. შპს “ენერგია” სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია.

ხაზგასასმელია, რომ რუსული კაპიტალი ასევე წარმოდგენილია მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოს”, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია.

ცალკე საუბრის თემაა როსნეფტი და საქართველო. ამ ამბავს ჩვენ მეოთხე თავში მოგიყვებით...

 

თავი V – რუსული როსნეფტი და დავით იაკობაშვილის მილიონები ქართულ ბაზარზე

საქართველოში რამდენიმე ათეული ნავთობკომპანია საქმიანობს. მათ შორის კი არის "ლუკოილ ჯორჯია”, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურების საკუთარი ქსელი აქვს.

 

ის რუსული სააქციო საზოგადოების "ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს.

 

კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი“, კომპანიის დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე გოგშარ მაჰმუდოვი.

 

„გალფი“ – “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს და მისი მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

 

დიდი ხმაური მოჰყვა რუსულიროსნეფტის მიერ იაკობაშვილის კუთვნილი “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-ის ყიდვას. იაკობაშვილის ეს კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული.

 

კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს (“გალფი”), ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს. “როსნეფტის” 69,50%-ს რუსული კომპანია “როსნეფტგაზი” ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ “როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა კრიტიკა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან.

 

თუმცა, დავით იაკობაშვილმა 2015 წელს დავოსის ფორუმზე პირდაპირ განაცხადა, რომ  საქართველოს ბიზნეს-გარემოს რეკლამირებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. და ის არც „როსნეფტის“ ინტერესს უარყოფს საქართველოს ბაზარზე. „აიპრესზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

დავით იაკობაშვილი: მე, საქართველოში დაბადებულ ადამიანს, მეამაყება, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ჩვენი კომპანიების ჯგუფმა ქვეყანაში განახორციელა 250 მილიონი დოლარის ინვესტიციები და 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაასაქმა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებმა 316 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2014 წელს ამ ციფრმა 126 მილიონ ლარს გადაჭარბა".- ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენის განცხადებით, "როსნეფტთან" ერთობლივი საწარმოს შექმნა, საქართველოს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის აღიარებაა. მისივე თქმით, გარიგების შემდეგ გაგარძელდება ერთობლივი საწარმოს შექმნა, რაც ბიზნესმენის შეფასებით საქართველოს ბიზნესის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია.

"ბოლო ერთ წლის განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებულმა ინტენსიურმა სამუშაომ, რომელშიც ჩართული იყო მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Citi Group და მონაწილეობდნენ ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანიები, საშუალება მოგვცა შეგვექმნა ერთობლივი საწარმო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სანავთობო კომპანია "როსნეფტთან", რომლის აქციებით ვაჭრობა ლონდონის ბირჟაზე ხდება, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი აქციონერი მსოფლიო გიგანტი British Petroleum-ია. მე მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი არის აღიარება საქართველოს ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის, ასევე ქვეყნის ენერგოდერეფნის მნიშვნელობის და პოტენციალისა. ამ გარიგების შემდეგ ერთობლივი საწარმოს მართვა გაგრძელდება ქართული მენეჯმენტის მიერ, რაც საქართველოს ბიზნესის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ახლადშექმნილი ერთობლივი საწარმო ხელს შეუწყობს ტრანზიტული ტვირთების წარმომავლობის დივერსიფიკაციას, კონკურენციის ზრდას ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე, ხარისხის ამაღლებას და სერვისების გაუმჯობესებას. ამ გარიგების შედეგად, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება საქართველოს ეკონომიკაში, რაც 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.“

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომ რუსული „როსნეფტი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყიდვას აპირებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში „ვისოლ ჯგუფი“ არ იყიდება, თუმცა მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს.

 

ასევე,  ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს იმაში, თუ მის ბიზნესს რომელიმე რუსული კომპანია იყიდის:

 

სოსო ფხაკაძე: ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს არის ბიზნესის განვითარების ჩვეულებრივი პარაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. გინდათ, ობიექტურად გითხრათ რაღაც?! ის, რომ რუსული კომპანია საქართველოში იყიდის თეორიულად რომელიმე ავტოგასამართ სადგურების ქსელის 20-50 სადგურს, ამით ქვეყნის ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის”.

 

ხაზგასასმელია, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსნეფტს” დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც შეეხო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აღნიშნული კომპანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ოპერირებს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

 

 

 

თავი VI -  კრემლთან დაკავშირებული კომპანიების შემოსვლა საქართველოში  VS ეკონომიკური უსაფრთხოება

რამდენად საფრთხის შემცველია როსნეფტის“ გაძლიერება საქართველოში და არის თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში“,-ამ კითხვით „აიპრესმა“ არაერთ ექსპერტს მიმართა:

 

 საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ

საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლა ქვეყნას სიკეთეს ვერ მოუტანს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი უსაფრთხოების ბარიერები, რომელიც გამოკვეთს რუსული კომპანიების წმინდა ინტერესებს.

 

ბათუ ქუთელია: „მე მიმაჩნია, რომ  რუსული კომპანიები, რომლებიც კრემლთან დაკავშირებულ ადამიანებთან არიან  რაიმე ფორმით ურთიერთობაში, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არ არის  სასიკეთო. ისინი  ამა თუ იმ ფორმით, რუსული ჰიბრიდული ომის განმახორციელებელი აგენტები არიან.

 

ამასთანავე, უნდა დაწესდეს გაცილებით მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ბარიერები, რათა რუსულ კომპანიებს ჰქონდეთ მეტი გამჭირვალობა, თუ რას აკეთებენ საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენად არის  მათი ინტერესები წმინდა ეკონომიკური, და არა კრემლის ჰიბრიდული სტრატეგიის ნაწილი“,

 

პაატა შეშელიძე: უცხო ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში ქონების ყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ

 

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს რომ უცხოურმა სახელმწიფო კომპანიებმა საქართველოში ქონება არ უნდა შეიძინონ, მათ ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

 

„აქ საუბარი არ არის უშუალოდ „როსნეფტზე“. ეს არის სხვადასხვა კომპანია, რომელიც  მისი  შვილობილია. ასევე იქ არის მთავარი მონაწილე  დავით იაკობაშვილი. რაც შეეხება „გალფს“ იცით თქვენ რომ დავით კეზერაშვილისგან იქნა გადაფორმებული. რაც შეეხება „ვისოლს“, აქაც როგორც ჩანს რაღაც პრობლემა იქმნება.

 

 უცხო ქვეყნის კომპანიებმა საქართველოში ქონება არ უნდა შეიძინონ. მე ვარ მომხრე კერძო საკუთრების მაგრამ, უცხო ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაზე  თუ იქნება საუბარი მე ამის წინააღმდეგი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება უყაირათო, ქართული  სახელმწიფო თუ უცხოური სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში ქონების ყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. მეორე, მკაფიო ინფორმაცია ადამიანების  თუ რატომ არიან ისინი ვალდებულნი გაყიდონ ეს კომპანია, რატომ, რა უშლით აქ მუშაობაში ხელს. რატომ ხურავენ ბიზნეს?”, - განაცხადა შეშელიძემ.

 

დავით სიხარულიძე: „როსნეფტი“ კრემლის იარაღია, რომელსაც ის ჰიბრიდულ ომში იყენებს

 

ექსპერტი დავით სიხარულიძე  მიიჩნევს რომ „როსნეფტი“ არ არის მხოლოდ მსხვილი რუსული კომპანია, არამედ  პუტინის, კრემლის ომის იარაღია, რომელსაც ის ჰიბრიდულ ომში იყენებს.

 

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის  პოლიტიკა აბსოლუტურად არასწორად არის მიმართული  როგორც „როსნეფტთან“, ასევე სხვა მსხვილი რუსული კომპანიებთან.

უნდა ვიცოდეთ რომ რუსული მსხვილი კომპანიები, ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესკომპანიები. ეს არის პუტინის, კრემლის ომის იარაღი, რომელიც ამ ჰიბრიდულ ომში იყენებს არამხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ თავის სპეცსამსახურებს, ეკონომიკურ ბერკეტებს და ასე შემდეგ.

 

ეს მსხვილი კომპანია „როსნეფტი“ რომელიც ცდილობს შეიძინოს რაღაც აქტივები საქართველოს ტერიტორიაზე, უხეშად არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახ�

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...