მსოფლიო
რომელია ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობა სმარტფონების შემდეგ
2019-05-24 18:15:22
სმარტ საათი სმარტფონების შემდეგ ყველაზე გაყიდვადი და საინტერესო პროდუქტია. რას წარმოადგენს სმარტ საათი? ეს არის მრავალფუნქციური მინიატურული მოწყობილობა, რომელიც შექმნილია თქვენი კომფორტისთვის. საკმარისია ერთხელ მოირგოთ მაჯაზე, რომ მისი მოხსნა აღარც კი მოგინდებათ. მაინც რა ფუნქციებს გვთავაზობს ეს მოწყობილობა? და რომელ მოდელებზე გავამახვილოთ ყურადღება?
HUAWEI კვლავინდებურად ზრუნავს მომხმარებელზე და მას ელეგანტურ HUAWEI WATCH GT-ს სთავაზობს, რომლის შეძენაც შესაძლებელია კომპანიის პარტნიორ მაღაზიათა ქსელში. აღნიშნულმა მოდელმა მოხმარებელში ინტერესი ჯერ კიდევ გაყიდვების დაწყებამდე გამოიწვია, რისი მიზეზიც მისი განსაკუთრებული ვიზუალი და ფუნქციები იყო.
რატომ უნდა ვიყიდოთ HUAWEI WATCH GT? ამისთვის 7 მთავარი მიზეზი არსებობს.
მარტივი, თუმცა ელეგანტური და მოდური დიზაინი
ლამაზი და თვალწარმტაცი - ალბათ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოწყობილობაზე, კონკრეტულად კი HUAWEI WATCH GT-ზე, მსგავსი შეფასებები კეთდება, ეს კი მისი ოპტიმალური დიზაინის, მოდური ნარინჯისფერი და მწვანე სამაჯურების დამსახურებაა. HUAWEI WATCH GT-ი ხასიათდება კლასიკური, ესთეტიკური ელემენტებით და სწორედ ეს ხდის მას საუკეთესოს ახალგაზრდებისთვის - ნებისმიერ სიტუაციაში მოსარგებად.
ელემენტი გასაოცარი გამძლეობით, რომელიც გაძლევთ საშუალებას იყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი
ელემენტის გამძლეობა დღეს უკვე აღარვის უკვრის, თუმცა აღნიშნული მოდელი ამ მხრივაც განსაკუთრებულია: მთელი დღის მანძილზე საათის აქტიური მოხმარების შესაძლებლობა (24 საათი) გულისცემის მონიტორინგის ფუქნციასთან ერთად, ძილის პროცესზე თვალყურის დევნება ღამის განმავლობაში, გამოტოვებული გზავნილების მიღება, შეხსენება და ჩართული ეკრანი მთელი დღის განმავლობაში. სწორედ ეს გრძელი ჩამონათვალი არის მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები HUAWEI WATCH GT-ს ირჩევენ.
Smarter24/7 გულისცემის მონიტორინგი რეალურ დროში
როგორც უკვე აღვნიშნეთ HUAWEI WATCH GT-ი მთელი დღის მანძილზე, გულისცემის მონიტორინგს საშუალებას გვაძლევს. გულის ცემა არის ძირითადი ინდექსი, რომელიც ასახავს ადამიანის ვარჯიშის შესაძლებლობებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. HUAWEI-მ დამოუკიდებლად შექმნა თავისი TruSeen 3.0 - გულისცემის მონიტორინგის ტექნოლოგია და ოპტიმიზირებული მულტი-სენსორული შერწყმა + ნერვული ქსელი და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები.
განსხვავებული ჩარჩოს მქონე მოდელების დიდი არჩევანი,
46 და 42 მმ-იანი კერამიკული ჩარჩოს მქონე, აქტიური და ელეგანტური საათები გამოირჩევა გრადიენტული დიზაინით, რომელიც ირეკლავს შუქს და სხვადასხვა კუთხიდან იღებს სხვადასხვა ფერს, რითაც ის კიდევ უფრო განსაკუთრებული და მიმზიდველი ხდება. HUAWEI WATCH GT წარმოდგენილია ჩარჩოების სხვადასხვა ვარიანტებით, რომლებიც ერგება ყველანაირ სიტუაციას და სტილს.
ფერადი HD სენსორული ეკრანი უკეთესი გამოსახულებისთვის
საათს დამონტაჟებული აქვს AMOLED HD ფერადი სენსორული ეკრანი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოსახულებას ნებისმიერ სიტუაციაში.
მაქსიმალურად კომფორტული შეგრძნება მაჯაზე - მაღალტექნოლოგიური სამაჯური
ინოვაციური კაუჩუკის მასალით დამზადებული სამაჯური მაქსიმალურ კომფორტს უქმნის საკუთარ მომხმარებელს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის განსაკუთრებულობას.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები