1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეონა აქუბარდია: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის ინტერესებშია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ აქვს კითხვები. საზღვრის დელიმიტაციის კომისია უკვე მუშაობს და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს,  შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ აზერბაიჯანს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების სურვილი არ აქვს და მათი ოკუპანტად აღქმა საზოგადოების მხრიდან არასწორია.

ანალოგიური პოზიცია აქვთ ექსპერტებსაც. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხი საზოგადოებამ საკმაოდ ემოციურად აღიქვა, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

 „არ უნდა დაგვავიწყდეს ის პრეისტორია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც საბჭოური მემკვიდრეობის შემდგომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა. სადემარკაციო სამუშაოები, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, კვლავაც მიმდინარეობს და გარკვეული ხნით კომისიის მუშაობა შეჩერებულიც იყო, რაც მისი წევრების ხელახალ დაკომპლექტების პრობლემას უკავშირდებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, განცხადებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია, ერთი მხრივ, არასწორია და, მეორე მხრივ, აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ქვეყანას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთადერთი ოკუპანტი ჰყავს რუსეთის სახით, ეს აღიარებულია არამხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით, არამედ - პარტნიორი დასავლეთის ქვეყნების მიერაც. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის ინტერესებშია, რადგან საქართველოს აქვს თანამშრომლობა აზერბაიჯანთან სამმხრივ ფორმატში თურქეთის ჩართულობით, როგორც ენერგეტიკის, ისე - სამხედრო კუთხით. ამასთან, აზერბაიჯანი საქართველოს ამარაგებს გაზის 80%-ით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისგან,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისივე მტკიცებით, სუს-ის ანგარიშში წერია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ ურთიერთობების გამწვავებას საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. თეონა აქუბარდიას თქმით, მისასალმებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იმყოფებოდა ბაქოში ამ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაზე. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...