მსოფლიო
„კრემლის ჰიბრიდული სტრატეგიის ნაწილი“, - „როსნეფტი“ საქართველოში ძლიერდება?
2019-05-23 11:00:32
რამდენად საფრთხის შემცველია „როსნეფტის“ გაძლიერება საქართველოში და არის თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლა ქვეყნას სიკეთეს ვერ მოუტანს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი უსაფრთხოების ბარიერები, რომელიც გამოკვეთს რუსული კომპანიების წმინდა ინტერესებს.
„მე ვთვლი, რომ რუსული კომპანიები, რომლებიც კრემლთან დაკავშირებულ ადამიანებთან არიან რაიმე ფორმით ურთიერთობაში, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არ არის სასიკეთო. ისინი, ამა თუ იმ ფორმით, რუსული ჰიბრიდული ომის განმახორციელებელი აგენტები არიან. არამარტო „როსნეფტი“, არამედ, რუსული სახელმწიფოს სხვა კონტროლირებადი და მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიები თუ ავლენენ სტრატეგიულ ინტერესს ინფრასტრუქტურის ან ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ. ამასთანავე, უნდა დაწესდეს გაცილებით მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ბარიერები, რათა რუსულ კომპანიებს ჰქონდეთ მეტი გამჭირვალობა, თუ რას აკეთებენ საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენად არის მათი ინტერესები წმინდა ეკონომიკური, და არა კრემლის ჰიბრიდული სტრატეგიის ნაწილი,“ -განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
კომენტარები