ბიზნესი
„თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2019-ზე
2019-05-22 17:19:56
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ იყო წარმოდგენილი.
Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში და განკუთვნილია მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელი სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაში 30 ქვეყნის 1600-მა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „თელიანი ველის“ სხვადასხვა პროდუქცია. სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დამზადებული ღვინო „გლეხური“. ასევე, უდიდესი მოწონება დაიმსახურა ახალმა პრემიალურმა ბრენდმა „სამთავრომ“. გამოფენის ფარგლებში უამრავ დაინტერესებულ ვიზიტორს ჰქონდა საშუალება დაეგემოვნებინათ ღვინო, გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ. ასევე, 4 დღის განმავლობაში მრავალი ბიზნეს მოლაპარება შედგა, რაც სამომავლო თანამშრომლობასა და უამრავ ახალ საინტერესო საერთაშორიო ბაზარზე „თელიანი ველის“ პროდუქციის წარმოდგენას ითვალისწინებს.
ბმული: https://www.vinexpobordeaux.com/?lang=en
კომენტარები