1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"მამიდა" სასამართლო პროცესზე - პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირის, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის ბრალდების სისხლის სამართლოს საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დაკავებულების ადვოკატებმა პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს მიმართეს. მათი განმარტებით, დაკავებულების ინტერესებიდან და საქმიდან გამომდინარე, სხდომა უნდა დახურულიყო. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული", - განაცხადა როენა ხუცურაულმა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები