ბიზნესი
PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ ბრენდს პენატენს შესთავაზებს
2019-05-10 12:28:50
PSP-მ მომხმარებელს ცნობილი საბავშვო ბრენდი პენატენი შესთავაზა. პენატენი 1904 წელს გერმანელმა მაქს რიზემ შექმნა და უკვე 115 წელია ლიდერია დასავლეთ ევროპის ბაზარზე.
პენატენის პროდუქტები ბავშვებისთვისაა შექმნილი და ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. პენატენის პროდუქტი დაბადებიდან შეიძლება იქნას გამოყენებული და საუკეთესოა მგრძნობიარე კანის მოვლისა და მკურნალობისათვის. სახელწოდებაც პენატენი ძველი რომაული ოჯახის მფარველი ღვთაების მიხედვით შეირჩა. 1904 წლიდან პენატენის ბავშვის კრემი უცვლელი შეფუთვით გამოდის და მთელ მსოფლიოში იცავს ბავშვის კანს გარემო ფაქტორებისგან. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედების გარდა ეს კრემი ეფექტურია კანის გამონაყარისა და მცირედი დამწვრობის დროსაც.
„PSP ხარისხის გარანტიაა და შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ლიდერ და ხარისხიან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ. პენატენი N1 საბავშო ბრენდია გერმანიაში საბავშო საფენებით გამოწვეული გამონაყარის და გაღიზიანების სამკურნალოდ. უამრავი თაობა გაიზარდა ამ კრემით, ფაქტიურად არ არსებობს გერმანელი, რომელსაც პენატენი ბავშობის ასოციაციას არ უქმნის, - აცხადებენ PSP-ში.
კომენტარები