ბიზნესი
რამდენად სწორია საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია აზერბაიჯანზე?
2019-05-08 17:30:22
ექსპერტები გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ პროვოკაციას უწოდებენ
ბოლო დროს დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და ამის გამო ქვეყანას ოკუპანტსაც უწოდებენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ საზოგადოებაში ასეთი პოზიციის გავრცელება დიდი პროვოკაციის ნაწილია.
„აზერბაიჯანი რომ ოკუპანტია ეს არის ძალიან დიდი პროვოკაციის ნაწილი. საერთოდ ამ ვითარებას, რაც დღეს შეიქმნა, ხელოვნურობის სუნი დაკრავს. მე ვფიქრობ, რომ ამას თავიდანვე მიეცა რაღაც გაუგებარ ადგილზე, რაღაც რელიგიური კონტექსტი, ამ მიმართულებითაც საკმაოდ სახიფათო განცხადებები გაკეთდა, მათ შორის სასულიერო პირების მიერ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გავრცელებულ ინფორმაციას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შესაძლოა, ეს მართული პროცესი იყოს.
„საზოგადოებაში გავრცელებული პოზიციას, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია, არ ვეთანხმები. ეს არის შეგნებული პროვოკაცია. გასაგებია, რომ ვიღაცას უნდა, საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაუფუჭდეს და ავრცელებს ამ პროვოკაციულ ინფორმაციას. ეს არის ვიღაცის მიერ მართული პროცესი,“ - აცხადებს ექსპერტი.
კომენტარები