1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ახალი ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის

8 მაისი, 2019 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა ბიზნესისთვის ახალი, კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალი  ბიზნეს ინტერნეტბანკი არის მარტივი ნავიგაციისა და დახვეწილი ვიზუალის მქონე, ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე გათვლილი ინტერნეტბანკი, რომლისთვისაც შეიქმნა ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, იდენტიფიკაცია გაიაროს ყველა ელექტრონულ არხში ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესპროცესებს, რადგან თუკი ფიზიკური პირი არის რამოდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში,  მომხმარებელის სახელის და პაროლის დამატებითი მითითების გარეშე. პროცესის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის კომპანიის ხელმძღვანელს უკვე ინტერნეტბანკიდანვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარ თანამშრომელს გაუწეროს ინტერნეტბანკის იუზერი და მისცეს სხვადასხვა ტიპის უფლებები და აღარ არის საჭირო სერვისცენტრში ვიზიტი თუ მინდობილობის გაფორმება.

 

ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა პროდუქტზე (ანგარიშებზე, ბარათებზე, დეპოზიტებზე, სესხებზე, გარანტიებზე) და მარტივად მართოს ისინი. ახალი ინტერენტბანკიდან ასევე შესაძლებელია ბიზნეს ბარათის შეკვეთა, ანგარიშისა თუ ანაბრის გახსნა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტბანკიდანვე მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია. გაიაქტიუროს ბარათის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი. ასევე, დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები.  

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივ განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე.  საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის სურვილების, უამრავი პროფესიონალის შრომის და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე თანამედროვე, სრულყოფილ და მარტივ ინტერნეტბანკს, იმისათვის, რომ  ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

საქართველოს ბანკის მომხმარებელს ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულების მიზნით ასევე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს  ბიზნესისთვის მობილბანკის აპლიკაციით mBusiness, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ზე და Play Store-ზე.  საქართველოს ბანკი აგრძელებს ინტერნეტბანკის განვითარებაზე მუშაობას და მომხმარებელს  კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...