1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა

პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი) მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა. ბანკმა ამჯერად მთლიანი ნაკრძალი - 210 ჰექტარი ფართობის ტერიტორია სრულად დაასუფთავა. 

პაშა ბანკი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ 2018 წელს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პაშა ბანკის თანამშრომლები წელიწადში ორჯერ ასუფთავებენ კრწანისის ტყე-პარკში  კონკრეტულ ტერიტორიას. ამჯერად ბანკმა პარკის სრულად დალაგება გადაწყვიტა და დაქირავებული კომპანიის დახმარებით, ორი დღის განმავლობაში 210 ჰექტარი ტერიტორია დაასუფთავა.

„პაშა ბანკი აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე ათი ათასამდე ძირი ხე დავრგეთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ სრულად დაგვესუფთავებინა კრწანისის ნაკრძალი. იმედი გვაქვს, რომ ტყე-პარკში მოსული სტუმრები გაუფრთხილდებიან დასუფთავებულ ტერიტორიას და შეინარჩუნებენ სასიამოვნო გარემოს“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. 

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

 

2019 წელს, აღდგომის დღესასწაულის მისალოცად, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, პაშა ბანკმა ასი მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო;

 

2019 წლის 21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი) 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია  მესამედ დაასუფთავეს;

 

2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე, პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად. აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;

 

2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ეზოში  კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;

 

2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად, ასევე, ბორჯომის ტყის აღსადგენად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო;

 

2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად.  ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ კი, 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში 300 ხის დარგვა დაფინანსდა;

 

2017 წლის აღდგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე, პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო.

 

2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გაშენდა სკვერი სკოლის ეზოში, დაირგო ხეები და ჩამოყალიბდა ეკო-კლუბი;

 

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები