1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ იწყება

შრიფტების კონკურსი -  ქართული -   მეორედ  ჩატარდება. პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება. 

კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე  - Georgiana.ge

გამარჯვებულებს კონკურსის   ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.

·         ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი );

·         აკადემიური - ა  (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

·         მხატვრული - ა (მხატვრული  შრიფტი);

·         გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

·         ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

·         ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);

·         ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

·         რეგულარლი ა.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ  კონკურსანტს   ერთ   კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ. 

გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. კერძოდ  პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი  2000 ლარით დაჯილდოვდება,  მეორე ადგილზე გასული კი -  1000 ლარით. 

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Georgiana.ge

„ქართული - ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. 

#წერექართულად  ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...