1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მეტი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი: მაღალი კლასის ევროპელი ექსპერტები პროექტების სივრცის დაგეგმარებაში დაგვეხმარებიან

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ ორგანიზებით სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდა მასტერკლასი „ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები“, რომელსაც კომპანიის თანამშრომლების გარდა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებიც დაესწრნენ - ეს მეტი დეველოპმენტის საჩუქარი იყო.

„სამშენებლო საქმიანობაში პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა, იხვეწება ტექნოლოგიები და მიდგომები, ისღა დაგვრჩენია 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს დავეწიოთ“ ნათქვამია მეტი დეველოპმენტის ოფიციალურ განცხადებაში. სწორედ ამ მიზნით „მეტი დეველოპმენტის“ სპეციალური მოწვევით თბილისს ესტუმრნენ და მასტერკლასი ჩაატარეს უმაღლესი კლასის ევროპელმა ინჟინერ -კონცეპტოლოგებმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ აღნიშნა,  ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტები კომპანიის პროექტების სივრცის დაგეგმარებაში დაეხმარებიან და  სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიახლეებს გაუზიარებენ. 

გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს,  რომ მოხარულია, იმის გამო რომ  ექსპერტებმა  თავის მრავალწლიანი  გამოცდილება  ქართველ სტუდენტებს გაუზიარეს.

„სამშენებელო კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“  გადაწყვიტა მოეწვია მაღალი კლასის ევროპელი ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან  ჩვენი პროექტების სივრცის დაგეგმარებაში. ექსპერტები ასევე კონსულტაციას გაგვიწევენ ენერგოეფექტურობის და მოქნილი დიზაინის შექმნის კუთხითაც. ისინი მოგვაწოდებენ ინფორმაციას ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული  ჩვენი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პატივი მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია მოვახმაროთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც არიან დამწყები არქიტექტორები“-აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, „მეტი დეველოპმენტს“ დაგეგმილი აქვს წელიწადში ერთხელ დააწესოს დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის ჯილდო.

„ეს იქნება ყოველწლიური კონკურსი, სადაც მოხდება წლის არქიტექტორის გამოვლენა  და დაჯილოვება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავდება ჩვენს საიტზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვრდზე. ჩვენ გვჭირდება კრეატიული მიდგომები და კრეატიული ახალგაზრდები, რომლებიც  შექმნიან თანამედროვე შენობებს, მწვანე კორპუსებს და სხვადასხვა სივრცეებს, როგორც საცხოვრებელი, ასევე არა საცხოვრებელი გამოყენებისათვის.  ჩვენ მივცემთ მიმართულებას, გარკვეულ ლოკაციებს  და ისინი შემოგვთავაზებენ დამუშავებულ ვერსიებს“,- განაცხადა კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა.

დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის, მეცნიერებათა მაგისტრი არქიტექტურასა და სამშენებლო ინჟინერიაში, არქიტექტორი ნიდერლანდებში, განასა და ინდონეზიაში, მკვლევარი და ლექტორი ემილია ვან ეგმონდი  სტუდენტებს მიმართავს, რომ მდგრადი შენობები შექმნან. 

„მინდა სტუდენტებს ვუთხრა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან არამდგრად სამყაროში.  ჩვენს დროში სამყარო ძალიან არამდგრადია და განსაკუთრებით მშენებლობაში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ბევრ ნარჩენებს, რომელიც არ არის განახლებადი და არ არის გადამუშავებადი. ამიტომ მინდა სტუდენტებს მივმართო და ვუთხრა, რომ შექმნან უფრო მდგრადი შენობები,  რა თქმა უნდა ძალიან აუცილებელია თანამშრომლობა როგორც არქიტექტორებს შორის ასევე მშენებლებს შორის. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ კლიენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში მიიღებენ შედეგს“,-აღნიშნა ემილია ვან ეგმონდმა.

დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრი არქიტექტურასა და სამშენებლო ინჟინერიაში, არქიტექტორი ნიდრლანდებში, განასა და ინდონეზიაში, ბიზნეს მრჩეველი ბერენდ ვან ეგმონდი ამბობს, რომ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ სტუდენტებს.

როგორც ეგმონდი აღნიშნავს,  საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ არქიტექტორებს უთხრას შექმნან უფრო მოქნილი და მდგრადი შენობები. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად მდგრადია შენობები საქართველოში

ექსპერტი ამბობს, რომ ჰოლანდიასთან შედარებით ამ მიმართულებით საქართველოში ბევრია გასაკეთებელი.

თავად გახლავართ არქიტექტორი და საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ სხვა არქიტექტორებს ვუთხრა თუ როგორ შექმნან უფრო მოქნილი და მდგრადი შენობები. ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ საცხოვრებელ ფართებზე. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ჩვენ საქართველოში ჩამოვედით,თუმცა   ვხედავ რომ ჰოლანდიასთან შედარებით ამ კუთხით თქვენს ქვეყანაში ბევრი არის გასაკეთებელი. მრავალი წელია ჩვენ ჰოლანდიაში  დავიწყეთ მდგრად შენობებზე მუშაობა, ვაგრძელებთ მუშაობას და იმედია რომ საქართველოშიც იგივე სამუშაოები შესრულდება“,- განაცხადა ბერენდ ვან ეგმონდა.

„მეტი დეველოპმენტის“ შესახებ:

24 თებერვალს კომპანია 1 წლის გახდა, თუმცა მისი დამფუძნებლები არა ერთი წელია სამშენებლო ბიზნესში მოღვაწეობენ.

კომპანია ამაყობს სამშენებლო კომპლექსებით “ეკოსითი კრწანისი“ და „ეკოსითი სამგორი“, რომელთა მშენებლობაც მალე საფინალო ნიშნულს მიუახლოვდება.

კომპანიის პოლიტიკა განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ მისი ყოველი სამშენებლო კოპლექსი მოიცავს ოდესღაც სხვა კომპანიების მიერ დაზარალებული მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას.

„ეკოსითი კრწანისში“ დაზარალებული 250 ოჯახი ბინას მიიღებს.

 „მეტი დეველოპმენტი“  2019 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ემიგრანტები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები