1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა

4 აპრილს „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“  კამპანია სტარტს აიღებს

 

4 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  (მის: თელავის ქუჩა #20) სოციალური პროექტის „სტენოკარდიის საინფორმაციო კამპანიის“  პრეზენტაცია გაიმართება.  პროექტი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) სამუშაო ჯგუფის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივაა, რომელიც ლოკალურად საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პარტნიორობით ხორციელდება.

 

სხვადასხვა დაავადების ცნობადობის ამაღლების კამპანიები ყოველწლიურად მეტ მნიშვნელობას იძენს.  წელს მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოც შეუერთდა და სტარტი აიღო  სტენოკარდიის საინფორმაციო კამპანიამ სახელწოდებით „მოუსმინე შენს გულს“, რომლის მიზანს გულის იშემიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა არ უგულებელყონ სიმპტომები, გაიაზრონ თუ რა საფრთხის წინაშე დგანან და დროულად მიმართონ ექიმს, რაც თავის მხრივ, სტაბილური სტენოკარდიის მართვის დროულ ოპტიმიზაციას ემსახურება.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ და დაავადების სიმპტომებზე, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მის მართვაზე, ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრებენ საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კლიმიაშვილი და ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეული არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, რათა ერთობლივად განისაზღვროს პრიორიტეტები, თუ როგორ არის შესაძლებელი სტენოკარდიის ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და დაავადების პრევენცია.

 

ამავე დღეს, 18:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“  კამპანიის  ფარგლებში, თბილისი  მასპინძლობს  სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: სტაბილური გულის იშემიური დაავადების პერსონალიზირებული მიდგომა. კონფერენცია, რომელსაც წაუძღვება საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის  პრეზიდენტი  ზურაბ კლიმიაშვილი,   მოწვეულნი არიან თბილისის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკის ექიმები. 

 

დროა ერთად გავაკონტროლოთ სტენოკარდია!

შესაძლებელია სტენოკარდიის მკურნალობა უკეთესი გახდეს? ეს საკითხი საგულდაგულო განხილვას იმსახურებს, რადგან სტენოკარდია ხშირ შემთხვევაში კორონარული არტერიების დაავადების (Coronary Artery Disease - CAD) პირველი გამოვლინებაა. კორონარული არტერიების დაავადება კი მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია და ცნობილია, რომ იგი მწვავე გულ-სისხლძარღვოვანი მოვლენების რისკს 2-ჯერ ზრდის. კორონარული არტერიების დაავადების მქონე ამბულატორული პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედს აქვს სტენოკარდია, ხოლო პაციენტების 30%-ს კვლავ აღენიშნება სტენოკარდიის ნიშნები რევასკულარიზაციის პროცედურიდან 1 თვეში.

 

ჯანმრთელობის ეკონომიკის თვალსაზრისით სტენოკარდია საზოგადოებისათვის დიდი ტვირთია.  იგი უარყოფით გავლენა ახდენს ცხოვრების ხარისხზე და 3-ჯერ ზრდის შრომისუუნარობის 1.5-ჯერ სამსახურის დაკარგვის რისკს და 4-ჯერ დეპრესიის რისკს. მიუხედავად აღნიშნული საგანგაშო მაჩვენებლებისა, სტენოკარდია მაინც რჩება ექიმების კონტროლს მიღმა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი პაციენტი არ იღებს სათანადო მკურნალობას, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ახლახანს ჩატარებულმა ვლევამ აჩვენა, რომ კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტების 43%-ში სტენოკარდია არ არის დიაგნოსდტირებული. სტენოკარდიის მქონე პაციენტების 44% კი არ იტარებდა საკმარის მედიკამენტოზურ თერაპიას. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ სტენოკარდიის მკურნალობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა როგორც ექიმის, ასევე პაციენტის მხრიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...