ბიზნესი
გაიგე, როგორ აღმოჩნდა პეკინის ცნობილი მანქანა კედელში
2019-04-01 14:17:30
ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია.
როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.
„პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც, „გრინვეიში“ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.
აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ“ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.
კომენტარები