1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვარდისფერი სივრცე“- თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი გაიხსნება

29 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14)  ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართება. „ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პრეზენტაციას დაესწრებიან „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები.

„ვარდისფერი სივრცე“  „ევროპა დონას საქართველოს“  ძალისხმევითა და „ეივონის“ საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით,  29 მარტიდან ამოქმედდება და მისი  კარი  პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა.  კეროძდ, „ვარდისფერი სივრცის“ პერსონალი, რომელიც დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტების არიან, დაეხმარებიან ონკოპაციენტებს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცეში. რადგან  „ვარდისფერი სივრცე“ შექმნილია საქველმოქმედო მიზნებით, ნებისმიერი სახის კონსულტაცია უფასო იქნება.

ვარდისფერ სივრცეში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებით ცენტრიდან სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ, რეგიონში მაცხოვრებელ ონკოპაციენტებს.„ვარდისფერი სივრცის“ მისამართია პეკინის N10. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 18:00-მდე. სივრცე შეძლებს პირველი პაციენტების მიღებას 29 მარტიდან!

„ვარდისფერი სივრცის“ დაფინანსება ხორციელდება „ეივონის“ ვარდისფერი ლენტის საქველმოქმედო ფონდიდან. ეივონის მიერ გაყიდული ყოველი საქველმოქმედო პროდუქტიდან შემოსული თანხა გროვდება ვარდისფერი ლენტის ფონდში და ხმარდება სხვადასხვა ინიციატივებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.  2019 წელს ეივონის ფონდიდან გამოიყო 50 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება „ვარდისფერი სივრცის“ ფუნქციონირებას.  2013-2016 წლამდე ფონდში აკუმულირებული თანხებით ეივონი ყოველწლიურად მართავდა „ვარდისფერ მსვლელობებს“ თბილისის ქუჩებში, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, მოსახლეობაში, ცნობიერების ასამაღლებად. 2015 წელს ამავე ფონდში შეგროვილი თანხებით  ეივონმა შეიძინა ციფრული მამოგრაფიის აპარატი, რომელიც გადაეცა კლინიკა „ნიუ ვიჟენს“. ამავე ინიციატივის ფარგლებში, კლინიკაში 1 წლის მანძილზე მოქმედებდა ეივონის ოთახი უფასო დიაგნოსტიკისთვის და ცხელი ხაზი. 2016 წელს  კომპანიამ ჩაატარა მამოგრაფიული ტური, სამაგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში რომლის ფარგლებშიც უფასო გამოკლევა ჩაუტარდა 1370 ქალს.

 “ევროპა დონა საქართველო" არის ორგანიზაცია რომელსაც სათავეში უდგანან ყოფილი პაციენტები, რომლებიც დღეს სხვა პაციენტებს ეხმარებიან ამ მძიმე სენის დაძლევაში.  „ევროპა დონას მისიაა“ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...