1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

„ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა,  Global Finance თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა სავალუტო კონვერტაციების სერვისების მიმართულებით. 

საერთაშორისო აღიარება თიბისი ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა. 

წელს Global Finance-მა სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერი ფინანსური ინსტიტუტები უკვე მე-19-ედ დაასახელა მსოფლიოს 114 ქვეყანაში. დაჯილდოებისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს  ეკონომიკის ანალიტიკოსები და  ტექნოლოგიების ექსპერტები წარმოადგენდნენ. 

„სავალუტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული  ჯილდოები იმ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რომლებმაც კარგი ანალიზისა და სწრაფი რეაგირების წყალობით შეძლებს მომხმარებლების მხარდაჭერა სავალუტო-საბაზრო ცვლილებებთან ადაპტირების მიმართულებით“, - განაცხადა ჯოზეფ გიარაპუტომ, „Global Finance“-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა. 

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance“-ის მკითხველებს  წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში.  წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისო გამოცემამ თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად უკვე მესამედ დაასახელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...