მსოფლიო
პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა
2019-03-22 12:59:29
21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მოხალისეებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია უკვე მესამედ დაასუფთავეს.
პაშა ბანკმა აღნიშნული ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აიღო, როცა ბანკი, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - „გარემოს გულისთვის" შეუერთდა. აღნიშნული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს წინასწარ „ნაშვილები“ ტერიტორიის პერიოდულად დასუფთავებას.
პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს. 2018 წლის ბოლოს, ახალი წლის მისალოცად, ბანკის ინიციატივით, აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina) დაირგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.
პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:
2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ეზოში, კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად, პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო, ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ, 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო.
2017 წლის გაზაფხულზე, სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.
კომენტარები