1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ავერსი" დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილ კამპანიას სლოგანით "არავინ დატოვო მიღმა"   "ავერსიც" უერთდება.

-  უკვე მეოთხე წელიწადია, ყოველ 21 მარტს, "ავერსელები" ჭრელი წინდებითა და საზოგადოებრივი აქტივობებით  შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ინტეგრაცია თითოეული ჩვენგანის ვალია - აღნიშნა კომპნაია "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ -  ჩვენ მათ თანადგომას ვუცხადებთ, რომ "არავინ დავტოვოთ მიღმა".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები