ბიზნესი
თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი
2019-03-15 14:05:04
თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი.
ჩაბარებული ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2006 წელს გამოშვებული მოდელი.
მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.
Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.
პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს;
Ø ავტომობილის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას
Ø ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ავტომობილის გამოსყიდვის საშუალებას
Ø ხელშეკრულების და ავტომობილით სარგებლობის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას
Trade-In-ის შესაძენათ საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge . ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ქოლ-ცენტრიდან: 2 122 111
კომენტარები