მსოფლიო
პაშა ბანკი კორპორაციულ სეგმენტთან ერთად საშუალო და მცირე ზომის კომპანიებსაც მოემსახურება
2019-03-12 12:47:48
5 მარტს პაშა ბანკის ახალი ფილიალის გახსნის ოფციალური ცერემონია შედგა.
ღონისძიებაზე პაშა ბაკის აღმასრულებელმა დირექტორმა, არდა იუსუფ არკუნმა, და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ, ბანკის სეგმენტის გაფართოების და სერვის მოდელის თვალსაზრისით განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.
ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალური, პერსონიფიცირებული მიდგომით, რითაც განპირობებულია სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა.
„პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე კორპორაციული კლიენტების მომსახურებაზე იყო ფოკუსირებული. 2018 წლის სტრატეგიული პერიოდის დასრულების შემდეგ, პაშა ბანკის გუნდმა სეგმენტის გაფართოებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, შედეგად ბანკი მცირე ზომის (1 მილიონ ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე) კომპანიებსაც მოემსახურება. ჩვენი განახლებული სერვის მოდელი პაშა ბანკის არსებული მიდგომის გაგრძელებაა და უპირველეს ყოვლისა, სწორედ იურიდიული პირების საჭიროებების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შევთავაზებთ,“ განაცხადა ვაჟა მენაბდემ.
„პაშა ბანკის სლოგანი, სამივე ქვეყანაში არის “ახალი მწვერვალებისკენ, ერთად” და ჩვენ შევეცდებით ამ პრინციპს მივყვეთ და საკუთარი ბიზნესის ზრდა ჩვენი პარტნიორების განვითარების პარალელურად დავისახოთ მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოდელი, ურთიერთ ნდობაზე და რეალურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული საბანკო ურთიერთობები, არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რითაც ჩვენ გამოგვარჩევენ,“ განაცხადა არდა იუსუფ არკუნმა.
პაშა ბანკის ახალი ფილიალი თბილისში, ზაარბრუკენის მოედანზე მდებარეობს და მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათებში მოემსახურება.
კომენტარები