მსოფლიო
რა სურთ ქალებს?! - შეარჩიეთ საუკეთესო სმარტფონი ქალბატონებისთვის მათი გემოვნების გათვალისწინებით
2019-03-08 11:03:10
როგორც ამბობენ, საჩუქარი შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგჯერ გემრიელიც. ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც ვიზუალი ახდენს. HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები გამოდის ზურმუხტისფერში რომელიც ისეთივე მიმზიდველი და გამორჩეულია, როგორც მისი მოსახელე ქვა. ჰიპეროპტიკური გამოსახულება მინაზე იყენებს კომპლექსურ, წვრილი ხაზების სისტემას, რომელიც ქმნის სადაფის ეფექტს. მასზე არ რჩება თითის ანაბეჭდები და მოწყობილობა ახალივით გამოიყურება ხანგრძლივი მოხმარების შემდეგაც კი. საჩუქრის მიმზიდველობა ქალბატონებისთვის მნიშვნელოვნია, მისგან მიღებული ემოცია კი მუდამ დარჩება მათთან.
ქალი არის ის უნიკალური არსება, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ამოცანის შესრულებას გაართვას თავი; შეუძლია დროის ერთ მონაკვეთში უპასუხოს მნიშვნელოვან ზარს, გაგზავნოს შეტყობინება, თვალი გადაავლოს სოციალური ქსელში მიმდინარე მოვლენებს, მოიწონოს და დააკომენტაროს მეგობრების ფოტოები და არც მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ჩამორჩეს. და აი ისიც, რაც ქალბატონებს ყველაზე ძალიან მოსწონთ - სმარტფონი, რომელიც არ ჯდება, მთელი დღის მანძლზე, ინტერნეტის უწყვეტ რეჟიმში მოხმარების დროსაც კი. მაშინ როდესაც HUAWEI-ის ახალ მოდელებში გვხვდება 4200 მილიამპერიანი ელემნტი და უკვე შესაძლებელია იყო „ონლაინ“ მთელი დღის მანძილზე. რაღათქმაუნდა საუკეთესო საჩუქარი ქალბატონებისთვის, ისევ და ისევ Mate20 სერიის სმარტფონი იქნება.
ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია ლამაზი ფოტო, თუნდაც სელფი. ამიტომ ფოტოს ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. და რადგანაც საუბარი ფოტოს ხარისხზე გვაქვს რა თქმა უნდა ამ მხრივ ლიდერი სმარტფონი HUAWEI Mate20 Pro-ა. ქალბატონები ნამდვილად ენდობიან, HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონებით გადაღებულ ფოტოებს. ამიტომაც, ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ მანძილზე გადაღების საშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი.
ასე რომ მამაკაცებო, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები და შეურჩიოთ სასურველი სმარტფონი ქალბატონებს მათი ინტერესების გათვალისწინებით და ბოლოს და ბოლოს ამოხსნათ ამოცანა თუ რა სურთ ქალებს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები