1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში ილუზიების მუზეუმი იხსნება - რას ნახავს დამთვალიერებელი ახალ სივრცეში

არასტანდარტულ და ინტერაქტიულ გარემოს პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან

5 მარტს, 12 საათზე, ილუზიების მუზეუმს (მის: ბეთლემის 10)  პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან. გაიმართება მედია ტური და თავად გამოცდიან არასტანდარტულ, ინტერაქტიულ და ილუზიებით სავსე სივრცეს.

ილუზიების მუზეუმი მათ საინტერესო ვიზუალურ და საგანმანათლებლო გამოცდილებასაც სთავაზობს.  სივრცე აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეეძლებათ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.

როგორც ილუზიების მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშილი ამბობს, მუზეუმი თბილისში, ბეთლემის #10-ში ოფიციალურად 9 მარტს გაიხსნება და დამთვალიერებელს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ 80-მდე ექსპონატს შესთავაზებს. მისივე თქმით, მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებულია სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან და ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც გათვლილია სახალისო შემეცნებაზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქალაქშია, თბილისში გახსნილი მუზეუმი კი მასშტაბით, ყველაზე დიდი იქნება.

ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ. მუზეუმს აქვს ასევე სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ითამაშოს, შეეჯიბროს, ისწავლოს ახალი და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოები (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომელიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას,-აცხადებს ნატალი ანანიაშილი.

როგორც ნატალია ანანიაშვილი აღნიშნავს, მუზეუმი განკუთვნილია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამასთან, მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს დაბადების დღის გადახდასაც 5-15 წლის ბავშვებისთვის, სადაც პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, დიდაქტიკურ თამაშებს, ფაზლებს და აშ. აქვე შესაძლებელი იქნება კორპორატიული ივენთების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზებაც. აღსანიშნავია, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მზარდ საგანმანათლებლო და გასართობ ადგილად იქცა. ის უკვე თბილისის ჩათვლით,  15 ქალაქშია წარმოდგენილი. სამომავლოდ კი,  დამატებით 7 ფილიალის გახსნა იგეგმება. მისივე ინფორმაციით, მუზეუმი ვიზიტორების მიღებას ყოველდღე, 9-დან-11 საათამდე შეძლებს.

თბილისის ილუზიების მუზეუმი, წარმოადგენს გლობალური პროექტის ნაწილს ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის ფორმატის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში, ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციისთვის. მუზეუმის ფორმატია 250 -400 2. თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას,-აცხადებს ნატალი ანანიაშვილი.

რატომ გადაწყდა თბილისში მსგავსი მუზეუმის გახსნა, იდეის ავტორების განცხადებით, ამის მიზეზი გახდა თანამედროვე ქართულ რეალობაში ისეთი ადგილების სიმცირე, სადაც ადამიანები უქმე დღეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარებას შეძლებენ.

ამას დაემატა საკმაოდ დიდი დაინტერესება ტურისტულ ბაზარზე საქართველოს მიმართ. ძირითადად ამ ორმა იდეამ, რომელიც რასაკვირველია გამყარებული იყო ადგილობრივი ბაზრისა და აუდიტორიის კვლევის შედეგებით, განაპირობა მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება. საჭირო იყო უკვე არსებული, აპრობირებული და წარმატებული მოდელი. შემდეგ მოხდა სხვადასხვა მაგალითების მოკვლევა, მონახულება. ასე დავუკავშირდით იდეის ავტორებს, მოვინახულეთ ზაგრების მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება გავმხდარიყავით ილუზიების სამყაროს წევრები. მუზეუმების ზოგადი კოლექცია ოთხმოცამდე ექსპონატს ითვლის, რომელთა სრული ასორტიმენტი ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შეუძლია თბილისის მუზეუმშიც იხილოს. კოლექცია მუდმივად განახლებადია და მასზეილუზიების შემქმნელებიზრუნავენ. როგორც თბილისის, ისე ფრენჩაიზის მფლობელი სხვა ქალაქების მუზეუმები, ამ განახლებას ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო დამთვალიერებელს ახალ-ახალ ეფექტებსა და თავსატეხებს შევთავაზებთ“,- ამბობს ნატალი ანანიაშილი.

ცნობისთვის, ილუსტრაციების პირველი მუზეუმი ზაგრებში, ხორვატიაში 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა. აღმოჩნდა, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. მოიცავს 80-ზე მეტ უნიკალურ ვიზუალურ და საგანმანათლებლო ინსტალაციას, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადგილობრივ და ტურიტების სეგმენტებზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმიუკვე მრავალ ქალაქში, მათ შორის, ზადარში, ლუბლიანაში, ვენაში, მუსკატში, ბელგრადში, კუალაში, ლუმპურში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბერლინში, ათენში, დუბაში, ჰამბურგში და კანზასში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...