1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1-2 მარტს ისტერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ჯაზ გიტარისტ პეტ მეთინის!

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება.  ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს, კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად,  მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი  და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - Missouri Skies and More   წარდგება.

პეტ მეთინი

20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ჩვენი დროის ყველაზე ორიგინალური ჯაზ-გიტარისტი, ლეგენდარული პეტ მეთინი ერთადერთი არტისტია მუსიკის ისტორიაში, რომელსაც გამარჯვება აქვს მოპოვებული გრემის 10 სხვადასხვა კატეგორიაში. 

მის მიერ შესრულებული მუსიკა რთულია რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, მაგრამ ცალსახაა, რომ მეთინი არის უნიკალური შემსრულებელი, რომელიც სცდება ჯაზის საზღვრებს. ჯაზ-გიტარისტი იმ იშვიათი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეასრულონ ის მუსიკა რომელიც მათ სურთ და ამასთანავე არსდროს დაკარგონ მსმენელის სიყვარული.

პეტ მეთინმა, გიტარაზე დაკვრა 13 წლის ასკში დაიწყო. ნიჭიერმა მუსიკოსმა განათლება მაიამისა და ბერკლის უნივერსიტეტებში მიიღო. სადებიუტო ჩანაწერი 1974 წელს პოლ ბლეისთან და ჯაკო პასტორიუსთან ერთად გამოუშვა. 1974-77 წლები პეტ მეთინის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში გიტარისტი გარი ბერტონის ბენდთან მუშაობდა. 1978 წელს მეთინიმ საკუთარი ჯგუფი ჩამოაყლიბა, რომლის წევრბიც იყვნენ ლაილ მეისი (კლავიში),  მარკ იგანი (ბასი) და დენ გოთლიბი (დასარტყამი ინსტრუმენტი).  სწორედ ამ პერიოდში პეტ მეთინი იქცა ყველაზე პოპულარურ ჯაზ-მუსიკოსად, რომლის კონცერტებზე მელომანებით ივსებოდა ყველაზე დიდი სტადიონებიც კი.

პეტ მეთინი მუდმივად თავს არიდებდა  პროგნოზირებადი მუსიკის შესრულებას და არასდროს ერიდებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას. მნიშვნელოვანია, მეთინის ცალკეული პროექტები; მაგალითად 1980 წელს, მუსიკოსმა  დიუი რედმანთან, მაიკ ბრეკერთან და ჩარლი ჰედენთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი “80/81“. პეტ მეთინის ცალკეული პროექტები ასევე ითვლის ერთობლივ ჩანაწერს სონი როლინსთან, 1990 წელს გამართულ ტურს ჰერბი ჰენკოკის კვარტეტთან ერთად, ტრიო ალბომის გამოშვებას დეივ ჰოლანდთან და როი ჰეინესთან ერთად და თანამშრომლობას ჯოშუა რედმანთან.

ჯაზ-გიტარისტს კარიერის განმავლობაში, არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული და ყველა მათგანი ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. მაგალითად, მუსიკოსის მიერ, 1994 წელს გამოშვებულმა ალბომმა, სახელწოდებით „Zero Tolerance for Silence“, მეთინს, როგორც ყველაზე კრეატიული შემსრულებლის სახელი დაუმკვიდრა. “ECM RECORDS”-ში ჩაწერილმა კომპოზიციებმა კი ცხადყო, რომ პეტ მეთინი, საკუთარი საშემსრულებლო მანერით მსოფლიო დონის მუსიკოსია.

 

პეტ მეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომია Beyond the Missouri Sky (Short Stories), რომელიც მუსიკოსმა 1997 წელს, ჩარლი ჰეიდენთან ერთად გამოუშვა. სწორედ აღნიშნულმა ალბომმა მოუტანა მეთინს ერთ-ერთი გრემის ჯელდო. Beyond the Missouri Sky (Short Stories) მუსიკოსის კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფნიურ ორკესტრთან ერთად,  მსმენელი წინაშე პეტ მეთინი  სწორედ აღნიშნული ალბომით წარდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები