1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია - ხმოვანი ასისტენტი - დაემატა

თიბისის მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.

ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება. (მაგალითად: გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი). ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს ეხმარება სხვა ფიზიკურ პირებთან ანგარიშის ან მობილურის ნომრით თანხის გადარიცხვის პროცესის განხოორციელებაში.

ახალი ფუნქცია თიბისიმ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით  მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შექმნა. თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული არხების განვითარება. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დამატებით თიბისი დგება მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მოწინავე ბანკების გვერდით როგორებიც არიან: “Bank of America. Wells fargo, Ally.

ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის გამოყენების გარდა, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:

·         ერთი აპლიკაციის გამოყენებით შევიდეს როგორც იურიდიული პირის, ასევე ფიზიკური პირის მობაილ ბანკში. („სხვა მომხმარერბლის" ფუნქციის გამოყენებით)

·          ნახოს ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების და გააკეთოს ამონაწერი

·         გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებზე და სხვასთან

·         გადარიცხოს თანხა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში

·         შეავსოს მობილურის ბალანსი, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა;

·         შექმნას გადარიცხვის შაბლონები;

·         მართოს დეპოზიტები და სესხები;

·         ნახოს დახარისხებული შემოსავლები და ხარჯები;

·         შეამოწმოს ვალუტის კურსები და დააკონვერტიროს თანხა;

იპოვოს თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალი ან/და ბანკომატი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...