მსოფლიო
რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერ პროცესორიანი სმარტფონი და რა უპირატესობა აქვს ამ მხრივ HUAWEI-ს
2019-02-09 15:03:29
ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ცხადყო, რომ გამოწვევების დაძლევა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება, კომპანია HUAWEI-ს სტიქიად იქცა. HUAWEI-ს ფლაგმანურმა მოდელებმა, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლებით, მძლავრი ელემენტითა და დატენვის უნიკალური ფუქნციით, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ კომპანია ლიდერია სმარტფონების მწარმოებლებს შორის.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც კომპანია HUAWEI საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, უმეტესწილად აქცენტი ბიუჯეტურ მოდელებზე კეთდებოდა, თუმცა, 2015- 2016-წლებში საშუალო ფასის და ფლაგმანურ მოდელებზე. სხვა ბრენდებთან შედარებით მის უპირატესობას პროდუქციის მაღალი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და ტექნიკური მონაცემებისა და ფასის იდეალური შეხამება განაპირობებს.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სმარტფონის მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფი არსებობს- ზოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასია, ზოგისთვის ბრენდი და პრესტიჟულობა, ტექნიკური მახასიათებლები და ა.შ.
ცნობილია, რომ კომპანია HUAWEI თავის სმარტფონებში, საკუთარი წარმოების Kirin პროცესორებს იყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს, სმარტფონი უფრო სწრაფ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მოწყობილობად აქციოს.
ბიუჯეტურ სეგმენტში პირველი ფლაგმანური სმარტფონი HUAWEI Honor 8 იყო, რომლის პროცესორიც Kirin 950 - უკვე თავად HUAWEI-ს წარმოებულია. მოგვიანებით, ბაზარზე გამოჩნდა პირველი HUAWEI P10 და HUAWEI P10 plus - სწრაფი დატენვის ფუნქციით - 30 წუთის განმავლობაში დამუხტული ელემენტი 1 დღის განმავლობაში მუშაობს. ეს განპირობებული იყო სწორედ HUAWEI-ს მიერ დამზადებული 8-ბირთვიანი Hisilicon Kirin 960 პროცესორით.
ამას მოჰყვა HUAWEI Mate10 Pro და HUAWEI Mate10, სადაც ხელოვნური ინტელექტის მაღალ დონეს უკვე Kirin 970 პროცესორი განაპირობებდა, რომელიც მობილური ფუნქციების სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფდა და მაქსიმალურად ზოგავდა მომხმარებლის დროს, ენერგიასთან ერთად. ამიტომაც Kirin 970 პროცესორის მქონე უსწრაფესი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მძლავრი, 4000 მილიამპერიანი ელემენტია, რომელიც სტანდარტული მოხმარების რეჟიმში 2 დღე მუშაობს. ელემენტის 20%-მდე შევსებას მხოლოდ 10 წუთი, ხოლო 58%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება. Huawei Mate 10 Pro-ს ეკრანი აღჭურვილია IP67 დაცვის ხარსხით, რაც უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას ნახევარი საათის მანძილზე 1 მეტრამდე წყალში.
HUAWEI P სერიის სმარტფონების HUAWEI P20 და HUAWEI P20 Pro-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელიც სწორედ, Kirin 970 პროცესორია, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის უმაღლეს ეფექტურობას, სისწრაფესა და სტაბილურობას.
„ჩვენ ტექნოლოგიის ახალ ეპოქაში შევდივართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვიქმნის “
და ბოლოს, პროცესორის ახალი ვერსია Kirin 980 – ეს არის ახალი ერა მობილური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მსოფლიოში უმძლავრესი ნანოპროცესორის, Kirin 980-ის სიმძლავრე 70%-ით აჭარბებს თავისი წინამორბედის შესაძლებლობებს. 7 ნანომეტრიანი პროცესორი 20% ით უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე 10 ნანომეტრიანი და მასთან შედარებით 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Kirin 980-ით აღჭურვილია HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20 Pro, სადაც გაუმჯობესებულია სმარტფონების მუშაობის ხარისხი, ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს HUAWEI -მ მსოფლიოს უჩვენა თუ რა შესაძლებლობები ჰქონდა მიკროპროცესორს Kirin 970-ს. 2018 წელს კი, კომპანიამ უკვე მომხმარებლებს განახლებულ პროცესორი შესთავაზა, რომელიც ხელოვნურ ინტელექთან მიმართებაში გამორჩეული შესაძლებლობებით ხასიათდება და ზოგადად, ინოვაციური შესაძლებლობები გააჩნია, რაც აღაფრთოვანებს HUAWEI -ს ერთგული მომხმარებელს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები