1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკსა და „Sida“-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა ორი დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი.

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად შედგება ხუთი დირექტორისგან: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ფარიდ მამმადოვი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: ჯალალ გასიმოვი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: შაჰინ მამმადოვი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: ებრუ ოღან კნოტნერუსი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი


გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები 2018 წლის 31 დეკემბრიდან გახდნენ. ამასთანავე, ებრუ ოღან კროტნესური 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბანკის აუდიტის კომიტეტის წევრია, ხოლო გიორგი ღლონტი კი აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე. გიორგი ღლონტმა საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა საბანკო საქმის სპეციალიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.  საბანკო კარიერა მან 1992 წელს იბერია ბანკში საერთაშორისო ტრანზაქციების და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო.
 1994 წლიდან 1995 წლამდე კი ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1995-1996 წლებში გიორგი ღლონტი თიბისი ჯგუფის და ალმა თიბისის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იყო თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს და საკრედიტო კომიტეტის წევრი. 1996 წლიდან 1999 წლამდე თბილუნივერსალ ბანკში იკავებდა საერთაშორისო განყოფილების უფროსის პოზიციას. 1999-2003 წლებში გიორგი ღლონტი იყო PwC-თან ასოცირებული კომპანიის UBC International LTD (Audit & Consulting) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აქციონერი და მმართველი პარტნიორი. 2003 წლიდან 2005 წლამდე, საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წელს პროფესიული კარიერა ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძო. ამავდროულად, 2008 წლამდე იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად “ლიბერთი“), მთავარ აღმასრულებელ დირექტორად. 2009 წლიდან 2013 წლამდე კი კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად „ტერა ბანკი“) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში, გიორგი ღლონტი Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. 2014 წლიდან დღემდე, GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ხოლო 2018 წელს, გახდა და დღემდე არის RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი.

ებრუ ოღან კნოტნერუსს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა. მას არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი, მათ შორის: ავთენტური მართვის განვითარების პროგრამა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, სტრატეგიული განვითარების პროგრამა ლონდონის ბიზნეს სკოლაში და ლიდერობის პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

საბანკო კარიერა ებრუ ოღან კნოტნერუსმა 1991 წელს, PAMUKBANK-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო. 1993-1997 წლებში FINANSBANK-ში, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან 1999 წლამდე, DEMIRBANK-ში, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

1999 წელს, ებრუ ოღან კნოტნერუსი OTTOMAN Bank-ს შეუერთდა, როგორც რისკების მენეჯმენტის და შიდა კონტროლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, სადაც იმუშავა 2001 წლამდე.

2001-2003 წლებში, მან პროფესიული კარიერა BBVA Group - GARANTI Bank-ში განაგრძო, შვილობილი კომპანიების რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი, კომპანიის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის მმართველის პოზიციას იკავებდა.

2018 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკს თურქეთში, როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი შეუერთდა. ასევე, რისკების მენეჯმენტის საბჭოს წევრია და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე.  

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...