ბიზნესი
City Tax - ქალაქის გადასახადი... გაიგეთ რა დამატებითი ხარჯებისთვის უნდა იყოთ მზად თქვენი მომავალი მოგზაურობისას
2019-02-04 15:31:24
City Tax - ქალაქის გადასახადი... გაიგეთ რა დამატებითი ხარჯებისთვის უნდა იყოთ მზად თქვენი მომავალი მოგზაურობისას
„მოგზაურობისას ბევრი დეტალი და წვრილმანია გასათვალისწინებელი, არის შემთხვევები როდესაც უცხო ქვეყანაში აღმოჩნდებით გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე, როგორიცაა მაგალითად city ტაქსა და ეს უკვე პრობლემას წარმოქმნის. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უმჯობესი წინასწარ გაარკვიოთ ქალაქში, სადაც თქვენ მიემგზავრებით ტურისტულად აქვთ თუ არა დაწესებული City Tax და კონკრეტულად განთავსების ადგილი სადაც უნდა ღამე გაათიოთ რა რაოდენობის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოთ“ - აცხადებს „თეგეტა თრეველის“ დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, ბელა კაჭარავა.
რას გულისხმობს City Tax?
City Tax – „სითი ტაქსა“ ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული ქალაქის გადასახადი და მისი ოდენობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, ქალაქზე და სასტუმროს დონეზე. რაც მდგომარეობს შემდეგში, როდესაც თქვენ რომელიმე სასტუმროში დაბინავდებით, მოგიწევთ ღამეების რაოდენობის მიხედვით გადაიხადოთ მინიმუმ 3 €, მაქსიმუმ 7 € . თანხის ოდენობა დამოკიდებულია სასტუმროს ადგილმდებარეობაზე და ვარსკვლავების რეიტინგზე. ამ თანხას ქვეყანა მოახმარს იმფრასტრუქტურისა და ქალაქისთვის საჭირო სხვა საქმეების განვითარებას.
რომელ ქვეყნებში მოქმედებს Сity Tax – „სითი ტაქსა“?
უახლოესი მონაცემებით ევროპის ქვეყანების უმეტესობას აქვს სითი ტაქსა. ესენია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, შვედეთი. აღსაღნიშნავია, რომ თითოეულ ქვეყანას განსხვავებული გადასახადი აქვს.
დაახლოებით რამდენს შეადგენს „სითი ტაქსა“ ქვეყნების მიხედვით:
ყოველთვის გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ „City Tax” შედის თუ არა სასტუმროსთვის უკვე გადახდილ ღირებულებაში. თუკი არ მოიცავს ღირებულება ქალაქის მოსაკრებელს, თქვენ ადგილზევე სასტუმროში გადასახდელი გენქებათ შემდეგი ოდენობის თანხები:
ავსტრია - სასტუმროს ღირებულების 3,02 %
ბელგია - ქალაქის გადასახადი თითქმის ყველა ქალაქში 2 ევროდან იწყება ერთ ადამიანზე ერთ ღამეში, თუმცა ბრიუსელში სითი ტაქსას საკმაოდ რთული ფორმულით ადგენენ, სასტუმროში ნომრების რაოდენობის მიხედვით. თუ ბრიუსელში მიემგზავრებით არჩეულ სასტუმროში უნდა გადამოწმდეს აუცილებლად, რადგან შეიძლება საკმაოდ მაღალი გადასახადი ქონდეს.
ჩეხეთი - პრაღაში სითი ტაქსი 0,52 ევროდან (15 Kč ) იწყება.
საფრანგეთი - ლიონი: 0,60 ევრო ცენტი 1* სასტუმრო 2 ევრომდე 4* და 5* სასტუმროები
ნიცა: 0,15 ევროდან 1,07 ევრომდე
პარიზი: 0,20 დან 1,50 ევრომდე
გერმანია - ბერლინი: სასტუმროს ნომრის ღირებულების 5 %
ჰამბურგი: 0,50 დან 4 ევრომდე
მიუხენი: მიუხენს არ აქვს ქალაქის გადასახადი
საბერძნეთი - ათენი: 0,50 დან 4 ევრომდე
2018 წლის 1 იანვრიდან საბერძნეთის საკურორტო რეგიონებში ამოქმედდა კანონი სითი ტაქსა და განისაზღვრება ფორმულით: სასტუმროს ვარსკვლავს მინუს 1 ევრო (მაგ: 4* სასტუმროში 3 ევრო)
უნგრეთი - ბუდაპეშტი: სასტუმროს ნომრის ღირებულების 4 %
იტალია - რომი 3 დან 7 ევრომდე
მილანი: 2 დან 5 ევრომდე, აგვისტოს თვეში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება
ფლორენცია: 1დან 4 ევრომდე
ნიდერლანდების სამეფო - ამსტერდამი: სასტუმროს ღირებულების 5,5 %
ესპანეთი - ბარსელონა: 0,45 დან 2,5 ევრომდე
მადრიდი განთავისუფლებულია ტურისტული გადასახედებისგან
ძირითადად 13 წლამდე ბავშვები არ იხდიან სითი ტაქსას, ხოლო 18 წლამდე ასაკის სტუმრებზე მოქმედებს ფასდაკლებები.
როგორ დაგიკავშირდეთ მგზავრი უფრო მეტი რეკომენდაციებისა და ტურისტული მომსახურების მისაღებად?
ნებისმიერი ტურისტული სერვისის მიღების სურვილის შემთხვევაში გელოდებით ჩვენთან ოფისში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. #173, თბილისი, 0112, საქართველო.
ან დაგვიკავშირდით +995 32 2443322
Mob: +995 514903020
E-mail – [email protected]
[email protected]
Facebook
www.TegetaTravel.ge
ჟურნალისტი: ნინო მუზაშვილი
კომენტარები