1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძესგადასცა. დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითღონისძიებაზე გაიმართა. 

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოშიწიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოსდასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო,პირდაპირი მოვალეობა. 

მამუკა ხაზარაძეს ჯილდო გადაეცა: „ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებულიწიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის. 

პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციისინიციატივებს: შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთანერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოსმაიკროსოფტის პროგრამებში. 

ელექტრონული წიგნების სახლისთვის „საბა“, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული დახმოვანი წიგნი, ჰყავს 174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვის „ქალაქი ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლიაგამოიყენოს მწერლების სახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაცთავად ქალაქი აქცია საინტერესო მულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.

პროექტისთვის „იკითხე მთაში!“ რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასოელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევე, 2015 წელს უფასო ელექტრონულიბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც. 

პროექტისთვის „შეხვედრის საბა-ბი“, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოსსხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრადსპეციალური სამკითხველო კუთხეები და „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ. 

პროექტ „წერე ქართულად“-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართულილიტერატურიდან განთავსდა ქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივებრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური და სხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბითდაურიგდათ აზრის ლიდერებს. 

და ბოლოს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიურიჩართულობისთვის – პროექტის „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს„საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულსალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავისწარმოსაჩენად.“ 

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელი გამორჩეული და, ფაქტობრივად, ისტორიული წელი იყო ქართულისალიტერატურო სფეროსთვის, ასოციაციამ „წიგნის ქომაგის“ კიდევ ერთი სიმბოლური, სპეციალური ჯილდო გადასცათანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს. 

იმისთვის, რომ სამომავლოდ 2018 წელი დაფიქსირდეს როგორც გარდამტეხი თარიღი ქართული საგამომცემლო სფეროსა დალიტერატურის ისტორიაში. ეს ჯილდო, როგორც მუდმივმოქმედი ექსპონატი, გადაეცა საქართველოს პარლამენტისეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნის მუზეუმში გამოსაფენად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...