1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

31 იანვარი, 2019 –საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის  განვითარებას შეუწყობს ხელს. Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პლატფორმის საშუალებით აგენტები შეძლებენ  მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი უძრავი  ქონების  ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. Area.ge-ზე განთავსდება ისეთი ინფორმაცია, უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.

 

„Area.ge  ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას,  განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა მენეჯერმა.

 

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს  მათს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge კი არის ზუსტად ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს. „საქართველოს ბანკი“ კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას“, − განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...