1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი კვლავ „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“

„ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა წინასაახალწლოდ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოპულარობის განსაზღვრა იყო. კითხვარი 10 ძირითად ბიზნესსექტორს მოიცავდა. ესენია: საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, ტელეკომუნიკაციების სექტორი, ნავთობიმპორტიორთა სექტორი, სამშენებლო სექტორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები, სწრაფი კვების რესტორნები, ქართული ლუდის კომპანიები და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1 800-მა ადამიანმა მიიღო.

ქართული ლუდის კომპანიებიდან  გამოკითხვაში  ბაზრის  სამი ძირითადი მოთამაშე ზედაზენი,  კასტელი და ნატახტარი იღებდა მონაწილეობას.  ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენია“. მომხმარებელთა 31,5% (567 ხმა) სწორედ „ზედზენს“ ანიჭებს უპირატესობას, მეორე „კასტელი“ 20%-ით, ხოლო მესამე ადგილს „ნატახტარი“ იკავებს ხმათა 15,7%-ით. ხმათა დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე - “აისი”, “ყაზბეგი’, და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ს.ს “ქართული  ლუდის  კომპანიის“  დამფუძნებელ ბიზნეს  ჯგუფს, საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საკუთრივ “ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი” 2011 წელს დაარსდა  და 2012 წლის 2 აპრილს კი საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები