1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიჭიერი ბავშვები თიბისისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ

თიბისი  2019 წელს ახალი პროექტით იწყებს - კომპანიის ინიციატივით მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირებთან მუშაობის შედეგად, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება აქვთ მოზარდებთან, შეირჩა თიბისის ბენეფიციარი 200-მდე ბავშვები. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, თბილისი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული და სხვა.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი,“ - განაცხადა  თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

სიახლის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება თიბისი გალერეაში გაიმართა, რომელზეც საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. მათ სხვადასხვა დროს თიბისიმ უკვე აღმოუჩინა მხარდაჭერა. ამასთანავე პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებაც უკვე მიიღეს მამუკა ხაზარაძის სახელობის სტიპენდია ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერისათვის.

სტიპენდიანტების პროექტი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეტაპია.  26 წლის განმავლობაში თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში  110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...