1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

თბილისი,  28  დეკემბერი, 2018მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ განაცხადა.  2019  წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. ხუთშაბათს, 3 იანვარს, საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. 

მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ 18:00 საათამდე. ხოლო დიდ სავაჭრო ობიექტებში (მოლებში) განთავსებული სერვისცენტრები  კი იმუშავებენ 19:00 საათამდე. 

3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები