1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი ინოვაციური QR გადახდების შემდეგ QR განვადებას ნერგავს

20  დეკემბერი, 2018 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მომხმარებელს სრულიად ახალ, მარტივ და სწრაფ მეთოდს - QR განვადებას სთავაზობს. QR განვადება საქართველოს ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის განვადების ქსელში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებიდან სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდის დასკანერებით შეიძინოს. მომხმარებელმა მობილბანკის აპლიკაციით მხოლოდ უნდა დაასკანეროს მაღაზიაში არსებული QR კოდი, გადახდის დადასტურებისას აირჩიოს განვადების Option და შეიძინოს სასურველი ნივთი. საკუთარი სურვილისამებრ კი გადაანაწილოს გადასახდელი თანხა რამდენიმე თვეზე. 

QR განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია და ფლობს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express). მომხმარებელს QR განვადების ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი გადახდის სისტემა - QR PAY დანერგა. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება, სწორედ იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც აქამდე მხოლოდ ნაღდი თანხით იყო შესაძლებელი გადახდა. ახლა კი QR PAY-ის სწრაფი სისტემით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს როგორც საკუთარი თანხით, აგრეთვე ისარგებლობს QR განვადებით. 

ამასთან, ინოვაციური გადახდის სისტემის დანერგვა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადახდის ტერმინალის ალტერნატიული სერვისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მცირე  მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოა. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახურს: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები