ბიზნესი
პაშა ბანკი პარტნიორებს ახალ წელს ტრადიციულად - გარემოსდაცვითი აქტივობით ულოცავს
2018-12-17 10:59:38
პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით საახალწლოდ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებს. ამჯერად ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ახალ 2019 წელსაც „მწვანე“ საჩუქრით მივულოცავთ ჩვენს პარტნიორებს და თანამშრომლებს. შარშან საახალწლოდ 2018 ძირი ხე დავრგეთ ბორჯომის ტყეში, შარშანწინ - 2017. ამჯერად, გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების აღდგენის პროცესში, რომელიც აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, ჩვენს აქტივობას დადებითად შეაფასებენ ჩვენი პარტნიორები.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
პაშა ბანკის მიერ 2016-2018 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი აქტივობები:
2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, პაშა ბანკი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის", რომლის ფარგლებშიც ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, პერიოდულად დაასუფთავოს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორია კრწანისის ტყე-პარკში და იზრუნოს ამ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე სამომავლოდაც;
2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.
კომენტარები