1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პროექტისთვის - „ქართულად“ - ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 101. 115 წინადადება შეგროვდა

პროექტისთვის - „ქართულად“ - ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 100 000-ზე მეტი წინადადება შეგროვდა. თარგმანების ეს რაოდენობა საბაზისო მასალაა იმისთვის, რომ მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყოს. პროექტს თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა 50 000 წინადადება გადასცა. დანარჩენი 50 000 კი ვებ გვერდზე kartulad.ge პროექტის მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს.

თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან, საბასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კვლავ აგრძელებეს ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრაციაზე მუშაობას. პროექტის მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა.

ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით. „ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....