1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ქართული მცირე საწარმოების ხელშეწყობას განაგრძობს

8 დეკემბერი, 2018 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. წელსაც ყველა მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს და დარეგისტრირდეს პლათფორმაზე, http://achukekartuli.ge, შექმნას პროდუქციის კატალოგი და  გააცნოს საკუთარი ნაწარმი მთელ საქართველოს ამასთან, განავითაროს საკუთარი ბიზნესი. http://achukekartuli.ge არის სივრცე, სადაც მომხმარებელს აქვს მდიდარი არჩევანი, შეიძინოს ქართული პროდუქცია, გაახაროს სრულიად უცნობი ადამიანი და ამით წაახალისოს ადგილობრივი წარმოება.

სპეციალური პლათფორმა საყოველთაო Secret Santa-ს (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში შარშან  შეიქმნა და წელსაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ჩერთონ ჯადოსნურ პროექტში Secret Santa და რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://achukekartuli.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები