1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

მსოფლიოში ავტორიტეტულმაფინანსურმაჟურნალებმა, „The Banker’’ და„ProfessionalWealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოშისაუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. 

აღიარება თიბისი ბანკმაპერსონალური მომსახურების სფეროშიმრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო. 

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ფინანსური  ჟურნალების, „The Banker’’ და „ProfessionalWealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე  მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან. 

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეოთხედ დაჯილდოვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები