1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ონში, მამაკაცი მუცლის არეში დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

შსს-მ 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები