1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა „Global Finance” თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად აღიარა საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების მიმართულებით. ჯილდო ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, მომხმარებლების კმაყოფილების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის მიიღო. 

„ჩვენთვის დიდი პატივია „Global Finance“-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძალისხმევას, საუკეთესო ფინანსური მომსახურება შესთავაზოს  მომხმარებლებს და ამავე დროს, მაქსიმალურად იზრუნოს მათ კმაყოფილებაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაზინისა და ფინანსური სერვისების გუნდს თავდაუზოგავი მუშაობისთვის,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. 

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები