1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ

საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნის და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „თეგეტას“ ფილიალები დამატებით იმუშავებენ კვირა დღეს, 18 და 25 ნოემბერს, 09:30 – 16:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარეს; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. №7; კახეთის გზატკეცილი №15; დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22; თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან); მარნეული - 26 მაისის ქუჩა; გორი - შინდისის გზატკეცილი №2; ახალციხე - თამარაშვილის ქ. №67; ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი №102; ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან). 

კვირას მომხმარებელი შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: ზეთის შეცვლა ძრავში, საბურავის დაშლა/აწყობა/ბალანსირება, სავალი ნაწილის შეკეთება, თვლების შეყრის კორექტირება და აკუმულატორის შეცვლა. 

„თეგეტა“ ასევე გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად, აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44. 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....