1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ფინალი ჩატარდა

თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდა.

კონკურსის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

გრან პრი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია - „აია-ჯესს“-ის XII კლასის მოსწავლეები: დეა ილარიოვნა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე. პროექტი - „Health care“ - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.

ადგილი - სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი. პროექტი - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის.

II ადგილი - საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასის მოსწავლეები: ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე. პროექტი - კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“.

III ადგილიქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასის მოსწავლეები: ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე. პროექტი - უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში  გამოაცხადა და მასში VIII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.

18 ფინალური პროექტის გამოფენის პარალელურად, მონაწილეებმა საკუთარი გამოგონებები 10 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის პრეზენტაციის ფორმატით წარუდგინეს. ჟიური კონკურსით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავდა.

კონკურსი სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებებით ჩატარდა. შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების იყო: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

გამარჯვებულები კონკურსის პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდნენ: საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა და პრეზენტაციის უნარი. გამოგონებად იმ ტექნიკური პრობლემის ახლებურად გადაწყვეტის იდეა ჩაითვალა, რომელიც  პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას ეხება.

 

გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. პირველ ადგილზე - 5000 ლარით, მეორე ადგილზე - 3000 ლარით, მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი  კი - 2000 ლარით დაჯილდოვდა. ასევე, თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ - StatusDonates.ge პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი - ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა. სპეციალური სტიპენდია თიბისის რჩეულს - სკოლა „კანდიდის“ XII კლასის მოსწავლეს - ივერ ჯაჯანიძესაც დაენიშნა პროექტისთვის - “MineGuard”. ივერის შექმნილ რობოტს შეუძლია მაღაროში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. MineGuard აღჭურვილია ტენიანობისა და გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვზითა და ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

 

გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას - (https://student.societyforscience.org/intel-isef)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....