მსოფლიო
“სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს
2018-11-15 12:07:18
16 ნოემბერს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ გააცნობს. ღონისძიება 16:00 საათზე საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია კორპორაციული პასუხისმებლობის ახალი მიმართულებების, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ღონისძიება მოიცავს პანელურ დისკუსიას სოკარის პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით.
„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ - ასეთია კომპანიის CSR-ის ზოგადი პლატფორმა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება და ასევე, შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა.
კომენტარები